Friday 10 July 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 1 month ago

ივნისში მსოფლიოს ბევრი ქალაქი გეგმავს კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას

მსოფლოს ბევრი დიდი ქალაქი განაგრძობს შეამსუბუქოს შეზღუდვის ზომები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის კონტროლის მიზნით დაწესდა და აცხადებს, რომ ივნისში ეს პროცესი უმაღლეს წერტილს მიაღწევს. ტოკიო, სინგაპური, ნიუ იორკი და ვაშინგტონი იმ ქალაქებს შორის არიან, რომლებიც ბევრი ფირმის და საწარმოს გახსნიან ივნისში მაშინ, როცა მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 6 მილიონს მიაღწია. ტოკიოში მომოვალ კვირაში გაიხსნება თეატრები, კინოთეატრები, სავარჯიშო-სპორტული ცენტრები და საცალო ვაჭრობის ობიექტები. ამგვარად, იაპონიის დედაქალაქი მოქმედებს სამფაზიანი საგზაო რუკის მიხედვით, რომელიც შექმნეს შვიდი კვირის წინ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობიდან ეტაპობრივად გამოსვლის მიზნით. სინგაპური აპირებს გახსნას „სწრაფი ხაზი“ ბიზნესისა და საჭირო მოგზაურობისთვის სინგაპურსა და ჩინეთს შორის და ორ ქვეყანას შორის მიმოსვლის ოთხთვიანი შეჩერების შემდეგ განახლდება რეისები. ნიუ-იორკი, აშშ-ის ქალაქი, რომელსაც ყველაზე დიდი ზარალი მიაყენა კორონავირუსმა, 8 ივნისისთვის კვლავ გახსნისკენ გზაზეა , როგორც გუბერნატორმა, ენდრიუ კუომომ თქვა. ვაშინგტონიც წინ მიდის ნაბიჯ-ნაბიჯ გახსნის გზაზე და ივნისში უკვე მომსახურეობის არაერთი სფერო მიიღებს კლიენტებს.

Related news

Latest News
Hashtags:   

ივნისში

 | 

მსოფლიოს

 | 

ბევრი

 | 

ქალაქი

 | 

გეგმავს

 | 

კორონავირუსის

 | 

დაწესებული

 | 

შეზღუდვების

 | 

შემსუბუქებას

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources