Friday 10 July 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 1 month ago

ამერიკელი გენერალი თვლის, რომ ლიბიაში რუსეთის მიერ თვითმფრინავების განთავსება უკავშირდება მოსკოვის სწრაფვას, ფეხი მოიკიდოს რეგიონში

აშშ-ის შეიარაღებული ძალების საფრიკის სარდლობამ (AFRICOM)  უარყო რუსეთის მტკიცება, რომ არ განუთავსებია საბრძოლო თვითმფრინავები ლიბიაში და განაცხადა 29 მაისს, რომ თვითმფრინავები წარმოადგენს რუსეთის მიზანს, სფეხი მოიკიდოს ნავთობით მდიდარ რეგიონში. ბრიგადის გენერალმა, გრეგორი ჰედფილმა, AFRICOM-ის დაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილემ განაცხადა, რომ აშშ აკვირდებოდა MiG-29-ის და SU-24-ის ტიპის 14 სამხედრო თვითმფრინავს, რომლებიც რუსეთის არმიამ ჩაიყვანა, და რომლებიც დასხდნენ ხალიფა ჰაფტარის და მისი, აღმოსავლეთში განთავსებული, ლიბიის ეროვნული არმიის (LNA) აეროდრომზე . ჰედფილდის თანახმად, ლიბიაში მოქმედება რუსეთს შესაძლებლობას აძლევს ხელი მიუწვდებოდეს ამ ქვეყნის ნავთობზე და სამხედრო ბაზაზე, რომელიდანაც ევროპა დასარტყმელ მანძილზეა. 29 მაისს, ჟურნალისტების მცირე ჯგუფთან საუბრისას, გენერალმა განაცხადა ასევე, რომ თვითმფრინავების განთავსება უფრო ფეხის მოკიდებას ემსახურება, ვიდრე ომის მოგებას. აშშ-ის დიდი შეშფოთების მიზეზი იქნებოდა, თუ რუსეთი უზრუნველყოფს ლიბიაში მუდმივ პოზიციას და განათავსებს იქ შორი მოქმედების სარაკეტო სისტემებს, „ეს თამაშის წესებს შეცვლიდა ევროპის, ნატოსა და დასავლეთის ბევრი ქვეყნისთვის“. რუსეთმა განაცხადა, რომ არაფერი აქვს საერთო თვითმფრინავებთან, უწოდა რა ბრალდებას „სულელური“ და გამოთქვა ვარაუდი, რომ ისინი საბჭოთა პერიოდში შეიძლება შეეძინა აფრიკის რომელიმე ქვეყანას.

Related news

Latest News
Hashtags:   

ამერიკელი

 | 

გენერალი

 | 

თვლის

 | 

ლიბიაში

 | 

რუსეთის

 | 

თვითმფრინავების

 | 

განთავსება

 | 

უკავშირდება

 | 

მოსკოვის

 | 

სწრაფვას

 | 

მოიკიდოს

 | 

რეგიონში

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources