Friday 10 July 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 1 month ago

ამირან გამყრელიძე: „საბურთალოს კლასტერის“ ინფიცირების წყარო შესაძლოა მედიკოსი იყოს

„უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გამოვლენილი 9 ახალი შემთხვა არის გუშინწინ, თბილისში, საბურთალოზე დადასტურებული 2 შემთხვევის კონტაქტები, - ამის შესახებ განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, -„მიმდინარეობს ამ კონტაქტების ინტენსიური კვლევა. უკვე გამოკვლეულია 50-მდე კონტაქტი. ინფიცირებულები გადაყვანილი არიან საავადმყოფოში, ხოლო მათთან კონტაქტში მყოფი პირები გადაგვყავს თბილისის საკარანტინო სივრცეებში“. ამირან გამყრელიძის თქმით, ე.წ. „საბურთალოს კლასტერი“ შედგება ერთი ოჯახის და ამ ოჯახთან ახლო კავშირის მქონე 11 პირებისგან. „ინფიცირების პირველადი წყარო, როგორც ვფიქრობთ, უნდა იყოს ჩემი კოლეგა - სამედიცინო პერსონალი, რომლისგანაც, შესაძლოა,  გავრცელდა ვირუსი ოჯახსა და ოჯახის ახლოებლებში, მაგრამ, ხაზვს ვუსვამ, გარემოება ბოლომდე დადგენილი არ არის, ამ ყველაფერზე მიმდინარეობს კვლევა, შესაძლოა პირველწყარო იყოს ოჯახის სხვა წევრი. ჩვენი ჯგუფი დღესაც ადგილზე მუშაობს და იღებს დამატებით ბიოლოგიურ ნიმუშებს, რათა გაგრძელდეს ჩაღრმავებული კვლევები. სადაც ჩემი კოლეგა მუშაობდა, იქ დაწყებულია ეპიდსაწინააღმდეგო სამუშაოები, კარანტინის აუცილებლობა არ არის“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ მსოფლიო მასშტაბით სამედიცინო პერსონალის კორონავირუსით დაინფიცირების მაჩვენებელი 12-დან 20%-მდე მერყეობს, საქართველოში ეს მაჩვენებელი 13%-ია.

Related news

Latest News
Hashtags:   

ამირან

 | 

გამყრელიძე

 | 

„საბურთალოს

 | 

კლასტერის“

 | 

ინფიცირების

 | 

წყარო

 | 

შესაძლოა

 | 

მედიკოსი

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources