Thursday 9 July 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 1 month ago

სატვირთოების მძღოლების ტესტირება დაიწყო საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე

დღეიდან საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლებს შემოსვლისთანავე სწრაფი ტესტი უტარდებათ, როგორც ანტისხეულებზე, ასევე ანტიგენზე. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილმა თქმით,  აღნიშნულ პროცედურას  ნახევარი საათი სჭირდება. „უარყოფითი შედეგის შემთხვევაში, მძღოლი გააგრძელებს გზას. ნებისმიერი ტესტის დადებითი შედეგის შემთხვევაში, მძღოლი გადაყვანილი იქნება ე.წ. ცხელების ცენტრში. ნიმუშის აღებასა და ტესტის ჩატარებაზე გადამზადდა ლაგოდეხის საბაჟოს ოთხი თანამშრომელი და ისინი ასრულებენ ამ სამუშაოებს“, - თქვა ნელი ხიზანიშვილმა. აღსანიშნავია, რომ საქართველო აზერბაიჯანის საზვრის გადაკვეთა ამ დროისთვის მხოლოდ სატვირთო ავტომანქანების მძღოლებს შეულიათ, სხვა პირბეისთვის გადააგილება აკრძალულია. საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე მიმოსვლა მიმდინარე წლის 14 მარტის შემდეგ შეწყვეტილია. საქართელოში კორონავირუსის პირველი შემთვევა 2020 წლის თებერვლის ბოლოს გამოვლინა. კახეთის რეგიონი ამ დრომდე ე.წ „მწვანე ზონის“ სტატუსს ინარჩებს, რაც იმას ნიშნავს, რომ კორონავირუსის არცერთი შემთვევა არ არის დადასტურებული.

Related news

Latest News
Hashtags:   

სატვირთოების

 | 

მძღოლების

 | 

ტესტირება

 | 

დაიწყო

 | 

საქართველო

 | 

აზერბაიჯანის

 | 

საზღვარზე

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources