Saturday 11 July 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 1 month ago

სომხეთში მთელი სოფელი დააავადა გასვენებაში მისულმა ერთმა ინფიცირებულმა პირმა

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, არტავაზდ ვანიანის თქმით, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, სომხეთში დაძაბული ეპიდემიური ვითარებაა შეიქმნილი. არტავაზდ ვანიანის თქმით,  გასვენებასა და ქელეხში ერთი ინფიცირებული პირის დასწრებით, სიუნიქის ოლქში მთელი სოფელი დაავადდა კორონავირუსით.   სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ პაშინიანმა მოუწოდა თანამოქალაქეებს, აქციონ აუცილებელ წესად სამედიცინო ნიღბის ტარება და მის გარეშე მხოლოდ ოჯახის წევრებთან იურთიერთონ. ფაშინიანი ასევე ურჩევს სომხეთის მოქალაქეებს დაიცვან სოციალური დისტანცია, ხშირად დაიბანონ და დაიმუშაონ ხელები სადეზინფექციო ხსნარით და ასე შეეწინააღმდეგონ ეპიდემიის გავრცელებას:  „ატარეთ ნიღაბი, ამით გადაარჩენთ ასობით სიცოცხლეს!“ ნიკოლ ფაშინიანმა გამოთქვა იმედი, რომ სომხეთის მოქალაქეები ზედმიწევნით დაიცავენ ზემოთნახსენებ წესებს. სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, მთლიანობაში გამოვლენილია კოვიდ-19-ით დაავადების 8676 შემთხვევა? უკვე გამოჯანმრთელდა 3297, ხოლო გარდაიცვალა 120. ამ მომენტისათვის მკურნალობა უტარდება 5214 პაციენტს.

Related news

Latest News
Hashtags:   

სომხეთში

 | 

მთელი

 | 

სოფელი

 | 

დააავადა

 | 

გასვენებაში

 | 

მისულმა

 | 

ერთმა

 | 

ინფიცირებულმა

 | 

პირმა

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources