Saturday 11 July 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 1 month ago

საქართველოში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 11 ახალი შემთხვევა

11-ით გაიზარდა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა, - ამის შესახებ განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ. მისივე თქმით, ჯამში, ინფიცირებულთა რიცხვმა 757-ს მიაღწია. „11 შემთხვევიდან 2 ბოლნისის ცნობილი წყაროდანაა, ხოლო დანრჩენ 9-ს კონტაქტი ჰქონდა ერთ დაასტურებულ შემთხვევასთან. ასე რომ, ახალი კლასტერი არ გვაქვს. ყველა ცნობილი წყაროა. პაციენტები გამოკველული იქნენ მე-13, მე-14 დღეს, იმყოფებოდნენ ბინაზე იზოლაციაში, რისი საშუალებაც მათ ჰქონდათ“, - უთხრა ჟურნალისტებს მარინა ეზუგბაიამ, რომლის თქმითაც, ამჟამად კოვიდ-ცენტრებში სულ 145 პაციენტი მუკურნალობს. ოფიციალური მონაცემებით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 24-ით მოიმატა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ, რომელმაც 600-ს მიაღწია. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2966 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 250 - პირი.   საქართველოში კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

Related news

Latest News
Hashtags:   

საქართველოში

 | 

გამოვლინდა

 | 

კორონავირუსით

 | 

ინფიცირების

 | 

ახალი

 | 

შემთხვევა

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources