Friday 10 July 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 1 month ago

ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ წყვეტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსებას

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ წყვეტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) დაფინანსებას. მისი თქმით, WHO-მ ვერ შეძლო თავისი ამოცანის შესრულება კორონავირუსთან ბრძოლაში, ვინაიდან ეს მსოფლიო ორგანიზაცია ჩინეთის სრულ კონტროლქვეშაა. ტრამპის თქმით, ჩინეთის ხელისუფლებამ უგულებელყო თავისი ვალდებულებები და ზეწოლა მოახდინა WHO-ზე, რათა მას მთელი მსოფლიო შეცდომაში შეეყვანა ახალი კორონავირუსის აღმოჩენასთან დაკავშირებით. აშშ-ის შენატანი WHO-ს ბიუჯეტში 450 მილიონი დოლარია. მაშინ, როცა ჩინეთისა - დაახლოებით 40 მილიონი, აღნიშნა ტრამპმა. აშშ WHO-ის ყველაზე მსხვილი დამფინანსებელია. როგორც ვარაუდობენ, ვაშინგტონის გადაწყვეტილების შედეგად ორგანიზაცია მნიშვნელოვნად დასუსტდება. ტრამპის სიტყვებით, ამერიკის ფინანსური მხარდაჭერა მიმართული იქნება ჯანდაცვის სფეროში სხვა გადაუდებელი მსოფლიო ამოცანების გადასაჭრელად.

Related news

Latest News
Hashtags:   

ტრამპმა

 | 

განაცხადა

 | 

წყვეტს

 | 

ჯანდაცვის

 | 

მსოფლიო

 | 

ორგანიზაციის

 | 

დაფინანსებას

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources