Sunday 5 July 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 1 month ago

ტრამპის თქმით, აშშ ჰონგ-კონგს გაუუქმებს ურთიერთობების განსაკუთრებულ პირობებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თავის მთავრობას ავალებს, დაიწყოს ჰონგ-კონგისთვის განსაკუთრებული პირობების გაუქმება პასუხად ჩინეთის გეგმებზე, უსაფრთხოების ახალი კანონი დაუწესოს თავის ამ ავტონომიურ ტერიტორიას. ტრამპმა ეს განცხადება გააკეთა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე და თქვა, რომ ჩინეთმა ჰონგ-კონგის ავტონომიის თაობაზე სიტყვა გატეხა. ტრამპის თქმით, ეს ტრაგედიაა ჰონგ-კონგის ხალხისთვის, ჩინეთისა და მთელი მსოფლიოსთვის. ტრამპის განცხადება მოჰყვა ჩინეთის გადაწყვეტილებას, ეროვნული უსაფრთხოების ახალი კანონმდებლობა გაავრცელოს ჰონგ-კონგზე.  28 მაისს ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა კრებამ (საკანონმდებლო ორგანომ) მიიღო „კანონი უსაფრთხოების შესახებ“, რომელიც კრძალავს საპროტესტო აქციების ჩატარებას ჰონგ-კონგში და ავტონომიური ქალაქის ტერიტორიაზე მოქმედების უფლებას აძლევს ჩინეთის პოლიციისა და სპეცსამსახურის ადგილობრივ „ფილიალებს“. კანონის თანახმად, სისხლის სამართლის დანაშაულად კვალიფიცირდება მოწოდებები ჰონგ-კონგის ჩინეთიდან გამოყოფასთან დაკავშირებით. კანონი მკაცრ სასჯელს ითვალისწინებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დროშისა და ჰიმნის შეურაცხყოფისთვის. დამნაშავე დაისჯება 6,5 ათასი დოლარის ჯარიმით ან პატიმრობით 3 წლამდე ვადით. მე-19 საუკუნის შუა წლებში, ოპიუმის პირველ ომში ჩინეთის დამარცხების შემდეგ, ჰონგ-კონგი გახდა დიდი ბრიტანეთის კუთვნილება და საუკუნე-ნახევრის განმავლობაში აზიის უმსხვილეს სავაჭრო-საფინანსო ცენტრად იქცა. მე-20 საუკუნის ბოლოს ჩინეთი ხანგრძლივ მოლაპარაკებებს აწარმოებდა დიდ ბრიტანეთთან ჰონგ-კონგის დასაბრუნებლად. ქალაქი, თავისი ლიბერალური საბაზრო ეკონომიკითა და მრავალპარტიული პოლიტიკური სისტემით, გადავიდა ავტორიტარული სახელმწიფოს კონტროლქვეშ, ოღონდ ჰონგ-კონგს მიეცა პირობა, რომ 50 წლის განმავლობაში შეინარჩუნებდა უმაღლესი ხარისხის ავტონომიას ლოზუნგით - „ერთი ქვეყანა, ორი სისტემა“.

Related news

Latest News
Hashtags:   

ტრამპის

 | 

თქმით

 | 

კონგს

 | 

გაუუქმებს

 | 

ურთიერთობების

 | 

განსაკუთრებულ

 | 

პირობებს

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources