Sunday 5 July 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 1 month ago

პანდემიას არ დაუბრკოლებია ევროკავშირში ნარკოტიკების არლაეგალური შეტანა

ახალი კორონავირუსის პანდემიამ ევროპაში ნარკოტიკების არალეგალურ ბაზრებს ზიანი მიაყენა მხოლოდ მომხმარებლებამდე მიწოდების დონეზე. რაც შეეხება ნარკოტიკების უკანონო შეტანას ევროკავშირის ტერიტორიაზე, პანდემიას მასზე საგრძნობი გავლენა არ მოუხდენია. ასეთ დასკვნას შეიცავს ორი ევროპული ორგანიზაციის, ევროპოლისა და ნარკოტიკების მონიტორინგის ევროპული ცენტრის ანგარიში, რომელიც პარასკევს გამოქვეყნდა. კარანტინის გამო შემცირდა ქუჩაში ვაჭრობა, სამაგიეროდ გაფართოვდა ნარკოტიკული საშუალებების მოპოვების ალტერნატიული გზები. „მომხმარებლები და დილერები სულ უფრო ხშირად იყენებენ ალტერნატიულ შესაძლებლობებს, მათ შორის სოცქსელებს და აპლიკაციებს კოდირებული მესიჯებით, რაც შესაძლებელს ხდის უნაღდო ანგარიშსწორებას ფიზიკურ კონტაქტში შესვლის გარეშე,“ აღნიშნულია ანგარიშში. პანდემიის გამო ევროპის ქვეყნებს შორის საზღვრების ჩაკეტვამ თვალსაჩინო გავლენა ვერ მოახდინა ტვირთების მოცულობაზე. ყველაზე მნიშვნელოვანი შეზღუდვა მოჰყვა ავიამიმოსვლის შეწყვეტას. ანგარიშის ავტორთა თქმით, ევროპაში საზღვაო გზით დაახლოებით იმდენივე კოკაინი შედის, რამდენიც 2019 წელს. იმავე დონეზე დარჩა კანაფის გამოყენებაც. ნაკლებ პოპულარულია სინთეტიკური ნარკოტიკები, ვინაიდან აღარ ფუნქციონირებს ღამის ცხოვრება, ბარები და კლუბები, გასართობი ღონისძიებები.

Related news

Latest News
Hashtags:   

პანდემიას

 | 

დაუბრკოლებია

 | 

ევროკავშირში

 | 

ნარკოტიკების

 | 

არლაეგალური

 | 

შეტანა

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources