Sunday 5 July 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 1 month ago

რესტორნებისთვის, მოლებისთვის და ბაზრობებისთვის მინისტრმა დაამტკიცა რეკომენდაციები

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გამოსცა ბრძანება, რომელიც სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილებას ისახავს მიზნად. ბრძანება, რომელიც 20 დანართისგან შედგება მოიცავს რეკომენდაციებს სამშენებლო სექტორისთვის; მომსახურების/საოფისე საქმიანობისთვის; სოფლის მეურნეობისათვის; მიტანის მომსახურებისთვის;  სილამაზის სალონებისა და ესთეთიკური მედიცინის ცენტრებისთვის;  საცალო და საბითუმო ვაჭრობისთვის; სასტუმროებისთვის  და  ღია/დახურული ტიპის აუზებისთვის; სავაჭრო მოლებისა და სავაჭრო ცენტრებისთვის; ბაზრობებისთვის და სხვ. ზოგადი რეკომენდაციები ბევრი ობიექტისთვის საერთოა: სამუშაოს დაწყების წინ, 20 და მეტი დასაქმებულის არსებობის შემთხვევაში უნდა გააკონტროლოს დასაქმებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით; უნდა შეიმუშაოს საგანგებო სიტუაციაში სამოქმედო გეგმა; შეიმუშაოს იმ პირთა დაუყოვნებელი იზოლაციის პოლიტიკა და პროცედურები, რომელთაც აღენიშნებათ ვირუსული ინფექციის ნიშნები ან/და სიმპტომები; განათავსოს თვალსაჩინო ადგილას ინფორმაცია ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ; დასაქმებულები, რომელთაც შეუძლიათ სამუშაოს შესრულება დისტანციურად, მაქსიმალურად უზრუნველყოს მუშაობის ამგვარი მეთოდის გამოყენებით; საჭიროების შემთხვევაში, დასაქმებულები უზრუნველყოს, სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, აუცილებელი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით (ხელთათმანები, ნიღაბი, დამცავი ფარი - საჭიროების შესაბამისად); უზრუნველყოს დასაქმებულთა სამუშაო ადგილას ავეჯის ისეთი განლაგება, რომ დასაქმებულებს შორის დაცული იყოს 2მ დისტანცია; ადმინისტრაციული შენობების შესასვლელთან განათავსოს დეზობარიერები, შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით; მიწოდების მომსახურება კონკრეტული მიმართულებების მიხედვით კი ბრძანებაში ვკითხულობთ, რომ მიტანის მომსახურებისთვის განკუთვნილ რეკომენდაციებში ვკითხულობთ: პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს მიწოდების სერვისს, აღჭურვილი უნდა იყოს ნიღბითა და ხელთათმანით; პროდუქტის/ნებისმიერი ნივთის მიწოდებისას, არსებულ შეფუთვას, გარედან უნდა დაემატოს მეორე შეფუთვა, რომლის მოხსნაც მოხდება მიმღების მიერ; შეკვეთის მიღებისას, მოსთხოვოს მომხმარებელს სერვისით სარგებლობისთვის  სახლის კარებთან განათავსოს სპეციალური სადგამი პროდუქტის დასადებად, უკონტაქტო გადაცემისათვის. სილამაზის სალონებისა და ესთეთიკური მედიცინის ცენტრებისთვის სავალდებულოა ნიღბის გამოყენება; განსაკუთრებით ბევრი რეკომენდაცია ვრცელდება რესტორნებზე ადამიანთა თავშეყრის თავიდან აცილების მიზნით, მომხმარებელთა მიღება  უზრუნველყავით  წინასწარი დაჯავშნის სისტემის გამოყენებით (წინასწარი ჩაწერით მომსახურება), ხოლო იმ შემთხვევაში თუ:​ მომსახურების მიღებს ადგილზე მიტანის სერვისის წარმომადგენელი (იურიდიული პირის წარმომადგენელი), მოცდის პროცესი უნდა განხორციელდეს შენობის გარეთ,  შესაბამისი უსაფრთხო დისტანციის დაცვით;  იმ შემთხვევაში თუ მომსახურებას იღებს ფიზიკური პირი, ნებადართულია მოცდის პროცესის განხორციელება დახურულ სივრცეში პირბადის გამოყენებით და სოციალური დისტანციის შესაბამისი ნორმების დაცვით. წინასწარ განსაზღვრეთ  სტუმართათვის   ადგილი, (იატაკის მონიშვნით და დისტანციის დაცვით); მიაწოდეთ ინფორმაცია დასაქმებულებსა და მომხმარებლებს ვირუსთან დაკავშირებული  პრევენციული ღონისძიებების შესახებ; უზრუნველყავით დასაქმებულთა და მომხმარებელთა ყოველდღიური ვიდეოსკრინინგი ან თერმოსკრინინგი; აკონტროლეთ დასაქმებულთა და მომხმარებელთა  რაოდენობა; განათავსეთ დეზობარიერი შესასვლელში, შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით; მოთხოვნები ღია სივრცის (ტერასა/ვერანდა/ღია რესტორანი) მქონე ობიექტებისთვის: მომხმარებელთა მაგიდებს შორის დაიცავით უსაფრთხო მანძილი, არანაკლებ 2 მეტრისა; სკამების საზურგეებს შორის - მანძილი არანაკლებ 1 მეტრისა; 1 მაგიდასთან მოათავსეთ არა უმეტეს 6 მომხმარებლისა; დამატებით, გამონაკლისის სახით შესაძლებელია 12 წლამდე მოზარდის ერთ მაგიდასთან განთავსება; იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება 2 მეტრიანი უსაფრთხო დისტანციის დაცვა, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას დროებითი დამცავი ბარიერი. გამოიყენეთ ინდივიდუალური გამასპინძლების მეთოდი; სასმელებით მომსახურების სივრცეში (ბარი), ბარმენებთან მომხმარებლების პირდაპირი კონტაქტის თავიდან აცილების მიზნით, სასმელით მომსახურება უზრუნველყავით ინდივიდუალურად, მაგიდასთან მიტანის სერვისით; უზრუნველყავით შენობების გარეთ მაგიდებსა და საფეხმავლო სივრცეს შორის უსაფრთხო დისტანციის დაცვა. მოთხოვნები დახურული სივრცის მქონე რესტორნებისთვის: დარბაზში უზრუნველყავით მაგიდების და დასაჯდომი ადგილების განლაგება შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით: მაგიდებს შორის დაიცავით უსაფრთხო მანძილი, არანაკლებ 2 მეტრისა; ერთ მაგიდასთან განთავსებულ  მომხმარებლებს შორის უზრუნველყოფილი უნდა იყოს არანაკლებ 1 მეტრიანი დისტანცია; ერთი ადამიანის განთავსებისთვის საჭირო ფართობი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 2,25მ2-ს. სკამის საზურგეებს შორის მანძილი არანაკლებ 1 მეტრი; ერთ მაგიდასთან მოათავსეთ არა უმეტეს 6 მომხმარებლისა; გამონაკლისი სახით შესაძლებელია ოჯახის წევრებისა და 12 წლამდე მოზარდის ერთ მაგიდასთან განთავსება; იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება 2 მეტრიანი უსაფრთხო დისტანციის დაცვა, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას დროებითი დამცავი ბარიერი. ამასთან: 30 მ2-მდე საერთო სასადილო ფართში დაუშვებელია დამცავი ბარიერების გამოყენება; 31 მ2-დან ზემოთ შესაძლებელია დამცავი ბარიერების გამოყენება საერთო სასადილო ფართის არაუმეტეს 50%-ში (ამ შემთხვევაში, 1 ადამიანის განთავსების ფართობი უნდა იყოს არანაკლებ 1,8მ2). დახურული სივრცეები უზრუნველყავით ბუნებრივი ვენტილაციით. თუ ამის შესაძლებლობა არ არის  გამოიყენეთ ხელოვნური ვენტილაცია, გარედან შემოსული ჰაერის მომატებული კონცენტრაციით, ცირკულაციითა და გარეთ გატანით. დააწესეთ საინჟინრო კონტროლი მის გამართულ მუშაობაზე; გამოიყენეთ ინდივიდუალური გამასპინძლების მეთოდი; უზრუნველყავით სტუმრებისთვის  ბეჭდური (ერთჯერადი) მენიუს შეთავაზება. ელექტრონული მენიუს შეთავაზების შეთხვევაში მენიუს დაფასთან  ხელების ჰიგიენური დამუშავებისთვის განათავსეთ სადეზინფექციო საშუალებები, სათანადო სავალდებულო ნიშნის მითითებით; სასმელებით მომსახურების სივრცეში (ბარი), ბარმენებთან მომხმარებლების პირდაპირი კონტაქტის თავიდან აცილების მიზნით, სასმელით მომსახურება უზრუნველყავით ინდივიდუალურად, მაგიდასთან მიტანის სერვისით; ამ წესის მოთხოვნების საილუსტრაციოდ, სავალდებულოა მაგიდების განლაგებისა და დისტანციის მარკირება, შესაბამისი აღნიშვნებით. რეკომენდაციები ბაზრობებისთვის პერიოდულად, დღეში რამდენჯერმე, უზრუნველყოს დახურული სივრცეების/სათავსების ბუნებრივი ვენტილაცია; ყოველი დღის ბოლოს უზრუნველყოს ტერიტორიის  დეზინფექცია და ჩატარებული სამუშაოების აღრიცხვა; უზრუნველყოს სამუშაო ადგილების სველი წესით დასუფთავება და დეზინფექცია; უზრუნველყოს ბაზრის ტერიტორიაზე, შესაბამის ადგილას, საკმარისი რაოდენობის ხელსაბანის და საპირფარეშოს ფუნქციონირება; უზრუნველყოს  სველი წერტილების დასუფთავება/დეზინფიცირება; ხელსაბანები აღჭურვოს შესაბამისი ჰიგიენური საშუალებებით: თხევადი საპონი, ინდივიდუალური ხელსახოცები; უზრუნველყოს მომხმარებელთა/მყიდველთა შორის სოციალური დისტანციის დაცვა არანაკლებ 2 მ მანძილზე; უზრუნველყოს უსაფრთხო დისტანციის დაცვა დასაქმებულებს შორის (დახლების შემთხვევაში). იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება შესაბამისი დისტანციის დაცვა, გამოიყენოს დროებითი გამყოფი ტიხრები (ბარიერები); სავაჭრო სივრცეში მასობრივი თავშეყრის თავიდან აცილების მიზნით, არეგულიროს  ერთდროულად მომხმარებელთა/მყიდველთა რაოდენობა; სავაჭრო დახლების წინ მოინიშნოს  უსაფრთხო დისტანცირების მაჩვენებელი პირობითი ნიშნით; არ დაუშვას ბაზრის ტერიტორიაზე  მომხმარებელი პირბადისა და ხელთათმანის გარეშე; მომხმარებელი ვალდებულია სურსათს შეეხოს მხოლოდ ერთჯერადი ხელთათმანის  გამოყენებით; რეკომენდაციები სავაჭრო მოლებისა და სავაჭრო ცენტრებისთვის ძირითადი რეკომენდაციები: საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილების გამოცემამდე, აიკრძალოს სავაჭრო ცენტრებში არსებული კინოთეატრებისა და გასართობი ცენტრების, ასევე კვების ობიექტების საქმიანობები. მოთხოვნები კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემების მიმართ: უზრუნველყავით უსაფრთხო ვენტილაცია გარედან შემოსული ჰაერით; გადართეთ ვენტილაცია ნომინალურ სიჩქარეზე მოლის გახსნამდე 2 საათით ადრე და სიჩქარე შეამცირეთ მინიმალურამდე მოლის დახურვიდან 2 საათის შემდეგ; არ გამორთოთ ვენტილაცია და არასამუშაო საათებში ამუშავეთ ყველაზე მინიმალური სიჩქარით; სანიტარიულ კვანძებში დატოვეთ ჩართული ვენტილაცია 24/7 რეჟიმში; სველ წერტილებში გამორიცხეთ ფანჯრების გაღება, რათა უზრუნველყოთ ჰაერის ნაკადის სწორი მიმართვა; გადართეთ ვენტილაცია არანაკლებ 40% გარედან შემოსული ჰაერის ცირკულაციაზე; უზრუნველყავით ცენტრალური კონდიცირების სისტემის ფილტრების ყოველთვიური მონიტორინგი და დაბინძურების შესაბამისად (მაგრამ არანაკლებ 4 თვეში ერთხელ) მათი რეცხვა/გასუფთავება/გამოცვლა (საჭიროების მიხედვით). სავაჭრო ცენტრის  სივრცეში  განთავსებული ინდივიდუალური ფართით მოსარგებლეთა ვალდებულებები: უზრუნველყოს ტანსაცმლის გამოსაცვლელი ოთახების დამუშავება სადეზინფექციო ხსნარით 2 საათიანი ინტერვალებით, ხოლო სამუშაო დღის ბოლო მოხდეს მისი სრული დეზინფექცია; უზრუნველყოს სამუშაო სივრცის მუდმივი  ვენტილაცია.

Related news

Latest News
Hashtags:   

რესტორნებისთვის

 | 

მოლებისთვის

 | 

ბაზრობებისთვის

 | 

მინისტრმა

 | 

დაამტკიცა

 | 

რეკომენდაციები

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources