Sunday 5 July 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 1 month ago

ბოკუჩავა მიიჩნევს, რომ გახარიას პარლამენტში ახალი არაფერი უთქვამს, გარდა ოპოზიციის ლანძღვისა

საქართველოს პარლამენტის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრი, თინა ბოკუჩავა მიიჩნევს, რომ გიორგი გახარიას 29 მაისის გამოსვლა პარლამენტში 27 მაისის გამოსვლისგან  განსხვავდებოდა მხოლოდ იმით, რომ იგი პარლამენტისთვის კიდევ უფრო შეუფერებელი რიტორიკით საუბრობდა. „ბატონმა გახარიამ დაგვაყვედრა საპარლამენტო რესპუბლიკაში პარლამენტში მოსვლა, რაც მისი კონსტიტუციური ვალდებლებაა, ოპოზიციას დეგრადირებულები უძახა, სიძლვილის ენა აფრქვია, მაგრამ ვერ გააკეთა მთავარი, რისი მოსმენაც საქართველოს მოქალაქეს უნდოდა-ეს არის ის, თუ როგორ დაძლევს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება იმ უკიდურეს  სიღარიბეს,  რომელშიც ვიყოფებით“, - აღნიშნა თინა ბოკუჩავამ სხდომის დასრულების შემდეგ. 29 მაისის პარლამენტის სხდომაზე  ინტერპელაციის წესით დაბარებული გიორგი გახარია ოპოზიციის კითხვებს პასუხობდა.

Related news

Latest News
Hashtags:   

ბოკუჩავა

 | 

მიიჩნევს

 | 

გახარიას

 | 

პარლამენტში

 | 

ახალი

 | 

არაფერი

 | 

უთქვამს

 | 

გარდა

 | 

ოპოზიციის

 | 

ლანძღვისა

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources