Tuesday 14 July 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 2 month ago

ირაკლი კობახიძე: გახარიამ მესამეთანრიგოსან ოპოზიციას საყმაწვილო შამათი ჩაუსვა

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ 29 მაისის საპარლამენტო სესიაზე პრემიერ გიორგი გახარიას გამოსვლა საყმაწვილო შამათს შეადარა, რომელიც მან მესამეთანრიგოსან ოპოზიციას ჩაუსვა. „განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს დღევანდელი გამოსვლისთვის. გუშინწინდელი მისი გამოსვლა, როგორც ვთქვით, იყო მასტერკლასი, დღეს კი, ჭადრაკის ენით რომ ვთქვათ, ეს იყო საყმაწვილო შამათი, რომელიც მან მესამეთანრიგოსან ოპოზიციას ჩაუსვა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. კობახიძე ასევე გამოეხმაურა ოპოზიციის მწვავე რეპლიკებს საპენსიო ფონდთან დაკავშირებით და მათ ურჩია , რომ შეიტანონ ფონდში საპენსიო შენატანი. რჩევა კი ასე ახსნა: „თქვენ რეალურად გაიმწარეთ ახალგაზრდობა. ხელისუფლებაში 9 წელი იყავით და სრულო ფიასკოთი დაასრულეთ. თქვენ ბევრ სხვასაც გაუმწარეთ ახალგაზრდობა, მაგრამ თქვენც არანაკლები სიმწარე მიიღეთ, იმიტომ, რომ როდესაც ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდის ამთავრებ 30%-იანი სიღარიბით, ამთავრებ იმ სახელით, რომ პატიმრებს აწამებდი ციხეებში, როდესაც თავი გამოიჩინეთ მხოლოდ ბიზნესის რეკეტით და იმით,  რომ მტერს ჩააბარეთ ტერიტორიბის 20%, ეს ნიშნავს თქვენი ახალგაზრდობის გამწარებას. 2012 წლიდან დღემდე კი 6 არჩევნები მოგიგეთ და წელსაც მოგიგებთ მეშვიდედ არჩევნებს. ამიტომ, რადგან ასეთი განმწარებული ახალგაზრდობა გქონდათ, შეიტანეთ საპენსიო შენატანები საპენსიო ფონდში -  იქნებ სიბერე მაინც გქონდეთ ტკბილი“, - ასე მიმართა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციას 29 მაისის პარლამენტის სხდომაზე, სადაც პრემიერი გიორგი გახარია დაბარებული იყო ინტერპელაციის წესით და ოპოზიციის კითხვებს პასუხობდა.  

Related news

Latest News
Hashtags:   

ირაკლი

 | 

კობახიძე

 | 

გახარიამ

 | 

მესამეთანრიგოსან

 | 

ოპოზიციას

 | 

საყმაწვილო

 | 

შამათი

 | 

ჩაუსვა

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources