Sunday 5 July 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 1 month ago

კოსოვოს პრეზიდენტი მიესალმა საკონსტიტუცის სასამართლოს დადგენილებას, პრემიერი მას უსამართლოდ თვლის

კოსოვოს მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა, ალბინ კურტიმ განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილება მისი გადაყენების და ახალი პრემიერის არჩევის თაობაზე პრეზიდენტის დეკრეტის კანონიერების შესახებ, არასამართლიანი და მიუღებელია. მანამდე კოსოვოს პრეზიდენტი ჰაშიმ ტაჩი მიესალმა საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილებას, რომელმაც გაამართლა მისი დეკრეტი პრემიერ-მინისტრ ალბინ კურტის დათხოვნის და ახალი პრემიერის დასახელებასთან დაკავშირებით. ტაჩის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ყოველი ნაბიჯი, რომელიც მან გადადგა კონსტიტუციასთან თანხვედრაშია. გადაწყვეტილებას მიესალმა ასევე ავდულა ჰოტი, პოლიტიკოსი, რომელიც ტაჩიმ პრემიერის პოსტზე დაასახელა ჯერ კიდევ 30 აპრილს. კურტიმ ფეისბუკით  გაავრცელა განცხადება, სადაც წერს, რომ პრეზიდენტის მხარდაჭერით საკონსტიტუციო სასამართლომ „სამწუხაროდ დაიკავა მათი მხარე, ვისც სახელმწიფო მიტაცებული აქვს“.  კურტის თანახმად, მისი პარტია ბრძოლას გააგრძელებს კორუმპირებული ჯგუფის წინააღმდეგ. პრემიერი თანახმად, ის მიაწოდებს ინფფორმაციას მოქალაქეებს მომავალი ნაბიჯების შესახებ. კოსოვოს საკონსტიტუციო სასამართლომ 28 მაისს, გვიან დაადგინა, რომ პრეზიდენის დეკრეტი კანონიერია.  ავდულა ჰოტი ცენტრისტულ-მემარჯვენე პარტიის, LDK-ს წარმომადგენელია კურტი და მისი მომხრეები ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ესწრაფვიან. მათი მოწინააღმდეგეები, ტაჩის მეთაურობით, თვლიან, რომ ჯერ პარტიას LDK-ს უნდა მიეცეს შანსი შექმნას ახალი მთავრობა.  LDK მეორე ადგილზე გავიდა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში და ჩამორჩა „თვითგამორკვევის“ პარტიას და ორმა პარტიამ შექმნა რთული კოალიცია. კურტის მთავრობა დაიშალა LDK-ს მიერ ინიცირებული იმპიჩმენტის შედეგად მარტში, ხელისუფლებაში 50 დღიანი ყოფნის შემდეგ, კორონავირუსის პანდემიის ზომების და სერბეთისთვის სასაქონლო ტარიფების გაუქმების გარშემო დავის ფონზე.

Related news

Latest News
Hashtags:   

კოსოვოს

 | 

პრეზიდენტი

 | 

მიესალმა

 | 

საკონსტიტუცის

 | 

სასამართლოს

 | 

დადგენილებას

 | 

პრემიერი

 | 

უსამართლოდ

 | 

თვლის

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources