Sunday 5 July 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 1 month ago

ვოლსკიმ ნაციონალურ მოძრაობას „ნაცკლასტერი“ და „მაზოხისტები“ უწოდა

რა არის მაზოხისტები ხართ? ,- ასე მიმართა „ქართული ოცნების“ უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლკსკიმ „ ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს პარლამენტის ტრიბუნიდან და „ნაცკლასტერი უწოდა“. მისი ეს შეფასება, მოჰყვა ნაციიონალური მოძროაბის დეპუტატების კრიტიკას. გია ვოლსკის განცხდებით ნაციონალური მოძრაობის წევრები „სადისტები იყვნენ, როდესაც ძალა ჰქონდათ ხელში“. „არ ვიცი სადიზმის რამხელა დიაპაზონი ... და რამდენი ადამიანია დაზარალებული. სისხლისღვრაზე ლაპარაკობენ ახლა, სირცხვილი არ არის ბოლოს და ბოლოს? რომელ ბავშვებზე და ვისზე გიზრუნიათ საერთოდ, „თანხებს რატომ არ აძვეთო, ასეთი სახელმწიფო თუ იცითო საერთო?“ ,- ვისთვის რა თანხა გაქვთ მიცემული ოდესმე“,- განახადა გია ვოლსკიმ. მანამდე ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ პრემიერ-მინისტს მიმართა, რომ  საქართველოში ყოველი მეხუთე ბავშვი შიმშილობს და ამას ვერ ხედავენ ძვირადღირებული, დაბურულშუშებიანი მანქანით გადაადგილებული პრემიერ-მინისტრი თუ მისი მთავრობის წევრები. მსოფლიოს შიმშილის ინდექსით საქართველოში ყველაზე მეტი ადამიანი შიმშილობდეს რეგიონში. ჩვენი ქვეყანა არ იმსახურებს კორუმპირებულ მთავრობას და როდესაც „ნაციონალურ მოძრაობაზე“ და ჩვენს მმართველობაზე საუბრობთ, გაიხსენეთ ჩვენს დროს 8%-მდე იყო ეკონომიკური ზრდა, ჩვენს დროს ადამიანებს ჰქონდათ უკეთესი მომავლის იმედი. დღეს 4%-მდეც კი არ არის ეკონომიკური ზრდა, ეს კი იმიტომ ხდება რომ ბიუჯეტს ხრავთ, ბიუჯეტს ჭამთ და სახლში მიგაქვთ ქვეყნის ბიუჯეტი ,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ. პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამ წუთებში პარლამენტში გამოდის, ის მიწვეულია ინტერპელაციის წესით  ევროპული საქართველოს და ნაციონალური მოძრაობის მიერ.

Related news

Latest News
Hashtags:   

ვოლსკიმ

 | 

ნაციონალურ

 | 

მოძრაობას

 | 

„ნაცკლასტერი“

 | 

„მაზოხისტები“

 | 

უწოდა

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources