Sunday 5 July 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 1 month ago

დიმიტრი ხუნდაძე: ტყუილია, რომ საქართველოში ბავშვები შიმშილით იღუპებიან

საქართველოს პარლამენტის წევრი და ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ საქართველოში ბავშვები შიმშილით არ იღუპებიან. ასე უპასუხა მან ოპოზიციის კრიტიკას, რომელიც ქვეყანაში ბავშთა მდგომარეობის სავალალო მდგომარეობას შეეხებოდა. ტერმინი, რომ შიმშილობის გამო საქართველოში ბავშვები იღუპებიან, არის ტყუილი. ჩვენ უნდა ვისაუბროთ არასრულფასოვან კვებაზე - ეს არის რეალობა და არა იმაზე, რომ ქვეყანაში არის შიმშილობა , - თქვა მან პარლამენტის ტრიბუნიდან. მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის შემდეგ ბავშვთა მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა პრობლემები რჩება. მანვე განმარტა, რომ ამ საკითხით ოპოზიცია საზოგადოებაზე მანიპულირებს. რამდენეიმე თვის წინ უმრავლესობის კიდევ ერთმა წევრმა, რევაზ არველაძემ მთავარ არხთან საუბრის დროს მსგავსი შინაარსის ინფორმაცია გაავრცელა.  ჩვენს ქვეყანაში ბავშვები არ შიმშილობენ... მე ვერ ვიჯერებ, რომ [ჩვენს ქვეყანაში ბავშვები შიმშილობენ]... თუ ვინმე შიმშილობს, ე.ი. ოპოზიციამ აშიმშილა , - ამბობდა მაშინ არველაძე.

Related news

Latest News
Hashtags:   

დიმიტრი

 | 

ხუნდაძე

 | 

ტყუილია

 | 

საქართველოში

 | 

ბავშვები

 | 

შიმშილით

 | 

იღუპებიან

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources