Saturday 11 July 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 1 month ago

ირაკლი კობახიძე: პარტიულ შიდა კვლევებსა და იმედის კვლევაში ჩვენი რეიტინგი ემთხვევა

მმართველი პარტიის წევრი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მათი პარტიული კვლევის შედეგი ტელეკომპანია იმედის დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგებს ემთხვევა. ასე უპასუხა მან გუშინ, 28 მაისს ტელეკომპანია იმედის მიერ გასაჯაროებულ კვლევას, რომლის მიხედვითაც ქართული ოცნება 50 პროცენტზე მაღალი რეიტინგი აქვს. ჩვენც ვატარებთ პარტიული ხაზით ჩვენს კვლევებს და ამ კვლევებს არსებითად ემთხვევა ის შედეგები, რომელიც გამოქვეყნდა იმედის ეთერში. ეს რიცხვები არის აბსოლუტურად ლოგიკური. დღეს ქართულ ოცნებას აქვს მაღალი რეიტინგი, რაც არის ჩვენი 7-წლიანი მუშაობისა და ბოლო რამდენიმე თვის დამსახურება , - თქვა კობახიძემ. იმედის ინფორმაციით, მათ კვლევა კომპანია გორბს დაუკვეთეს. კვლევის შედეგების მიხედვით კი კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას , გამოკითხულთა უმრავლესობა (55%) ქართულ ოცნებას ასახელებდა.

Related news

Latest News
Hashtags:   

ირაკლი

 | 

კობახიძე

 | 

პარტიულ

 | 

კვლევებსა

 | 

იმედის

 | 

კვლევაში

 | 

ჩვენი

 | 

რეიტინგი

 | 

ემთხვევა

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources