Tuesday 14 July 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 2 month ago

გიორგი გახარია: სოციალური დახმარება 427 206 ადამიანს ჩაერიცხა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 29 მაისს პარლამენტის ტრიბუნიდან განაცხადა, რომ სახელმწიფოსგან სოციალური დახმარება უკვე მიიღო საქართველოს 427 206-მა მოქალაქემ. მისი განცხადებით, 25 მაისის მდგომარეობით, საქართველოს 72 175 მოქალაქეს უკვე ჩაერიცხა 1200-ლარიანი დახმარება. 52 151-მა თვითდასაქმებულმა მიიღო 300-ლარიანი კომპენსაცია. 194 796 მოქალაქეს (ვისი სარეიტინგო ქულა 65 000-დან 100 000-მდეა) ასევე ჩაერიცხა სოციალური დახმარება. 22 644-მა მოქალაქემ, მრავალშვილიანმა ოჯახებმა, მიიღეს სახელმწიფო სოციალური დახმარების პირველი ტრანში. სახელმწიფოსგან სოცდახმარება ჩაერიცხა 40 440 შშმ პირს და ბავშვს. შეღავათიანი ფასით აგროდიზელი შეიძინა 18 000-მა ფერმერმა. 27 000 ფერმერს კი დაერიცხა აგროქულები, რომელთა გამოყენება მათ უკვე დაიწყეს. გიორგი გახარია ამ წუთებში პარლამენტში ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს კითხვებს პასუხობს. ის ფრაქციებმა საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით დაიბარეს. ოპოზიციამ გახარიას შეკითხვები ჯერ კიდევ მაისის დასაწყისში გაუგზავნა და პასუხების გაცემა მოითხოვა თვის ბოლო პლენარულ სხდომაზე. ოპოზიციური პარტიების დეპუტატების კითხვები შეეხება კორონავირუსის გამო ქვეყანაში შექმნილ კრიზისს, ასევე შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოქალაქეების დახმარებისა და ეკონომიკური აღდგენის გეგმას, ეროვნული ვალუტის გაუფასურებას, ბავშვთა სიღარიბეს და ა.შ. მიმდინარე კვირაში, 27 მაისს, პრემიერ-მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში ერთხელ უკვე იყო მისული. მან დეპუტატებს პანდემიის პერიოდში მთავრობის საქმიანობის ანგარიში გააცნო.

Related news

Latest News
Hashtags:   

გიორგი

 | 

გახარია

 | 

სოციალური

 | 

დახმარება

 | 

ადამიანს

 | 

ჩაერიცხა

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources