Sunday 5 July 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 1 month ago

პრაღის რჟეპორიის რაიონის მერმა თეთრი ფხვნილი მიიღო ფოსტით

ჩეხეთის დედაქალაქის, პრაღის რჟეპორიის რაონის მერმა, პაველ ნოვოტნიმ, რომელიც „რუსეთის განმათავისუფლებელი არმიის“ („ვლასოველების“) პატივსაცემად მემორიალის დადგმის ინციატივით გამოვიდა, 28 მაისს თავის სამუშაო მისამართზე ფოსტით მიიღო კონვერტი, რომელშიც უცნობი თეთრი ფხვნილი იყო. ადგილზე მივიდა პოლიცია და სახანძრო დაცვის საგანგებო ეკიპაჟი, რომელიც ქიმიური საფრთხეებით არის დაკავებული. კონვერტის დათვალიერების და საგანგებო რენტგენის აპარატით მისი შემოწმების შემდეგ, ექსპერტებმა ფხვნილი ანალიზისთვის ლაბორატორიაში წაიღეს. რა ნივთიერებას წარმოადგენდა ფხვნილი, არაა ცნობილი. დაუდგენელია ასევე კონვერტის გამგზავნი. ნოვოტნის კომენტარი არ გაუკეთებია და შენობა დაუტოვებია. პაველ ნოვოტნი რუსეთში ცნობილი გახდა მას მერ, რაც გამოვიდა ინციატივით, „რუსეთის განმათავისუფლებელი არმიის“ მეომრების პატივსაცემად გაეკეთებინათ მემორიალური დაფა . „ვლასოველები“ მეორე მსოფლიო ომის ბოლოს პრაღის ამბოხების მონაწილეებს მხარში დაუდგენ. მემორიალური დაფა და სამახსოვრო ნიშანი დაიდგა წელს, აპრილის ბოლოს. რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა მკაცრად გააკრიტიკეს ნოვოტნი და მას ნაციზმის გამართლებასა და რუსოფობიაში დასდებ ბრალი. ნოვოტნიმ გააკრიტიკა რუსეთის მთავრობა და პირადად პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. ახლახან გახდა ცნობილი, რომ პაველ ნოვოტნის, ასევე ორ სხვა ჩეხ პოლიტიკოსს, პრაღა 6-ის, ასევე პრაღის მერებს პოლიციური დაცვა გამოუყვეს. ჩეხეთის მედია, საიდუმლო სამსახურებზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ პრაღაში ჩავიდა რუსეთის დიპლომატიური მისიის წარმომადგენელი მომწამვლელი ნივთიერება რიცინით, სავარაუდოდ, პოლიტიკოსებზე თავდასხმის მოწყობის მიზნით. მედიამ გაარკვია, რომ საქმე ეხება „რუსეთის თანამშრომლობის“ უწყების პრაღის განყოფილების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს, ანდრეი კონჩაკოვს, რომელიც კატეგორიულად უარყოფს, რომ პრაღაში რიცინი ჩამოიტანა. რუსეთის საელჩოს მოთხოვნით, კონჩაკოვსაც გამოუყვეს დაცვა. ჩეხეთის მთავრობას ოფიციალურად არც უარუყვია და არც დაუდასტურებია რიცინის ვერსია.

Related news

Latest News
Hashtags:   

პრაღის

 | 

რჟეპორიის

 | 

რაიონის

 | 

მერმა

 | 

თეთრი

 | 

ფხვნილი

 | 

მიიღო

 | 

ფოსტით

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources