Saturday 4 July 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 1 month ago

გახარია თალაკვაძეს: მკაცრად დაიცავით რეგლამენტი, ამით საშუალება გვექნება ხალხზე მეტად ვიზრუნოთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს პარლამენტის ტრიბუნიდან რეგლამენტის დაცვის თხოვნით მიმართა. მისი თქმით, მათ რეგლამენტის დაცვის შემთხვევაში დრო დაეზოგებათ და ხალხის ზრუნვისთვის მეტი დრო დარჩებათ. ჩვენ ერთი დღით ადრე ვიდექით და ვუპასუხეთ ყველა იმ შეკითხვას, რომელიც იყო დასმული პანდემიასთან დაკავშირებით, თუმცა, რა თქმა უნდა პატივს ვცემთ, პარლამენტს, რეგლამენტს... მიუხედავად იმისა, რომ, მერწმუნეთ, ბევრად მეტი რამ გვაქვს გასაკეთებლი, ჩვენ ვდგავართ და ამ კთხვებსაც გავრცემთ პასუხს , - თქვა გახარიამ. გახარიას კითხვა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, რომან გოცირიძემ დაუსვა. მან კითხვისთვის გამოყოფილი დრო პარლამენტის თავმჯდომარეს რამდენჯერმე დაამატებინა. გახარია დღეს, 29 მაისს პარლამენტში ინტერპელაციის გზით ევროპულმა საქართველომ და ნაციონალურმა მოძრაობამ დაიბარა. თუმცა მან მათ მისვლა დაასწრო და პარლამენტის წინაშე ანგარიშით 27 მაისს წარდგა.

Related news

Latest News
Hashtags:   

გახარია

 | 

თალაკვაძეს

 | 

მკაცრად

 | 

დაიცავით

 | 

რეგლამენტი

 | 

საშუალება

 | 

გვექნება

 | 

ხალხზე

 | 

მეტად

 | 

ვიზრუნოთ

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources