Sunday 5 July 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 1 month ago

ტაჯიკეთში თავს დაესხნენ დამოუკიდებელი მედიის ჟურნალისტს

თავს დაესხნენ ტაჯიკეთის დამოუკიდებელი Asia Plus-ის სააგენტოს ჟურნალისტს, როცა ის მეწყრის ჩამოწოლის შედეგებს აშუქებდა არეალში, სადაც სტიქიამ ორი ადამიანი შეიწირა. რამდენიმე კვირის წინ თავდასხმა მოხდა ჟურნალისტზე დუშანბეში. აბდულო ღურბათიმ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სამი პირი დაესხა მას თავს 29 მაისს, ხათლონის რეგიონში. მასთან თავიდან მივიდა ერთი პირი, რომელმაც თავი სოფლის თავკაცად წარუდგინა და მას „პროვოკატორი“ უწოდა. „როცა შევეცადე ამეხსნა, რომ რეპორტიორი ვარ და მასალას ვაკეთებ იმ ადამიანებზე, რომლებიც მეწყერმა დააზარალა, ერთ-ერთმა ამ სამიდან სახეში დამარტყა, ძირს დამაგდო და ჩემი ცემა გააგრძელა“, ამბობს ჟურნალისტი, რომელმაც საჩივარი პოლიციაში შეიტანა. ღურბათის თქმით, თავდამსხმელები მანქანით წავიდნენ და მან ავტომობილის ნომრები დაიმახსოვრა. ღურბათი ამბობს, რომ თავდასხმა იყო წინასწარ დაგეგმილი და ის  უკავშირდება მის საქმიანობას. სამი კვირის წინ თავდასხმა მოხდა 23 წლის რეპორტიორზე დუშანბეში, სადაც მას ორი ნიღბიანი დაესხა თავს. ღურბათი ამბობს, რომ მას არაერთხელ ტელეფონით დაურეკეს უცნობმა პირებმა და დაემუქრნენ მისი სტატიის გამო, რომელიც კრიტიკული იყო მთავრობის ზოგიერთი ქმედების გამო კორონავირუსის გავრცელებისთვის ხელის შეშლის მიზნით. ეუთომ და უფლებადამცველებმა დაგმეს ჟურნალისტზე თავდასხმა და ტაჯიკეთის მთავრობას მოუწოდეს, გამოიძიოს მომხდარი. ორგანიზაციის რეპორტიორები უსაზღვრებოდ რეიტინგის მიხედვით, პრესის თავისუფლების მხრივ ტაჯიკეთი მსოფლიოს 181 ქვეყანას შორის161 ადგილზეა. ამავე ინფორმაციით, ბოლო ორ წელიწადში ამ  ვითარება მკვეთრად გაუარესდა.

Related news

Latest News
Hashtags:   

ტაჯიკეთში

 | 

დაესხნენ

 | 

დამოუკიდებელი

 | 

მედიის

 | 

ჟურნალისტს

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources