Tuesday 14 July 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 2 month ago

ვირუსის გამო შეზღუდვები ევროპის ქვეყნებში შერბილდა, აზიის ზოგიერთ სახელმწიფოში ზომები მკაცრდება

ევროპის ქვეყნები კორონავირუსის პანდემიის პირობებში ინფექციის გავრცელების შესანელებლად დაწესებული ზომების შერბილებისკენ მიდიან მაშინ, როცა აზიის ზოგიერთ სახელმწიფოში ახალ შეზღუდვებს აწესებენ, რაც ნიშნავს, რომ იქ პანდემიას არ გადაუვლია. კორონავირუსით გამოწვეულმა დაავადებამ, კოვიდ-19-მა, მსოფლიოში 360 ათასი ადამიანი იმსხვერპლა; 5,8 მილიონს აღწევს აღრიცხულ ინფიცირებულთა რაოდენობა მას მერე, რაც ინფექცია ჩინეთში გაჩნდა შარშან წლის ბოლოს. სამხრეთ კორეაში 29 მაისს 200 სკოლა დახურეს და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს მოუწოდეს, კვლავ დისტანციურ სწავლაზე გადავიდნენ მას მერე, რაც 24 საათში ინფექციის 79 ახალი შემთხვევა აღინუსხა, რაც ბოლო ორ თვეში, უმაღლესი მაჩვენებალია. იაპონიის სამხრეთში, ფუკუოკის პრეფექტურაში კვლავ გაჩნდა ინფექციის ახალი კერა რამდენიმე დღის შემდეგ მას მერე, რაც პრემიერ-მინისტრმა, შინზო აბემ, საგანგებო მდგომარეობა გააუქმა. ევროპაში, სადაც ბოლო ხანს ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობის ზრდა შენელდა, საფრანგეთის პრემიერ მინისტრმა, ედუარ ფილიპმა გააუქმა შეზღუდვების მთელი წყება და განაცხადა, რომ „წესი თავისუფლება იქნება, ხოლო შეზღუდვა გამონაკლისიო“. 2 ივლისიდან ამ ქვეყანაში რესტორნებს შეეძლებათ სტუმრებს გარეთ მოემსახურონ, გაიღება ასევე მუზეუმები, მაგრამ სავალდებულო იქნება პირბადეების ტარება. ბრიტანეთი მომავალი კვირიდან აპირებს სკოლების და მაღაზიების გახსნას. რუსეთში კოვიდ-19-ის 380 ათასი აღნუსხული შემთხვევაა, რაც მსოფლიოში მხოლოდ აშშ-სა და ბრაზილიის მონაცემებს ჩამორჩება. დაღუპულთა რაოდენობა მოსკოვში, ჯანდაცვის სამსახურის ცნობით, 1561-ია, რაც ორჯერ მეტია, ვიდრე ადრე გამოცხადდა. აშშ-ში კორონავირუსმა 101 ათასი ადამიანი შეიწირა, ხოლო უმუშევართა რიცხვი 40 მილიონზე ავიდა. ბრაზილიამ გამოაცხადა, რომ 5 მილიონი სამუშაო ადგილი დაიკარგა პანდემიის პირობებში. ეპიცენტრი პანდემიისა ახლა სამხრეთი ამერიკაა, სადაც, ბრაზილიაში, 26 ათასია დაღუპულთა რიცხვი, ხოლო ჩილეში, დღეში გარდაცვლილთა რიცხვი გაორმაგდა.

Related news

Latest News
Hashtags:   

ვირუსის

 | 

შეზღუდვები

 | 

ევროპის

 | 

ქვეყნებში

 | 

შერბილდა

 | 

აზიის

 | 

ზოგიერთ

 | 

სახელმწიფოში

 | 

ზომები

 | 

მკაცრდება

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources