Sunday 5 July 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 1 month ago

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი: მოვითხოვთ რუსეთმა დაასრულოს საქართველოს 20%-ის ოკუპაცია

ამერიკის შეერთებული შტატების სახელწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მორგან ორტაგუსი სოციალურ ქსელ ტვიტერში წერს, რომ რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია უნდა დაასრულოს და შეასრულოს 2008 წელს აღებული ვალდებულებები: „ამერიკის შეერთებული შტატები გმობს რუსეთის მიერ კონტროლირებადი უსაფრთხოების ძალების მიერ მიმდინარე „ბორდერიზაციის“ პროცესს. ჩვენ  ისევ მოვითხოვთ, რომ  რუსეთმა დაასრულოს საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია და შეასრულოს 2008 წელს აღებული ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი ძალები და დაუშვას ჰუმინატარული დახმარების შეუფერხებლად მიწოდება , - წერს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მორგან ორტაგუსი „ტვიტერში“. იგი თავის გვერდზე აზიარებს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების 27 მაისის განცხადებას, რომელშიც  დაგმობილია რუსეთის მხრიდან მიმდინარე ბორდერიზაციის პროცესი  და თბილისის ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით გავრცელებული დეზინფორმაციის კამპანია.

Related news

Latest News
Hashtags:   

სახელმწიფო

 | 

დეპარტამენტის

 | 

პრესსპიკერი

 | 

მოვითხოვთ

 | 

რუსეთმა

 | 

დაასრულოს

 | 

საქართველოს

 | 

ოკუპაცია

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources