Sunday 5 July 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 1 month ago

ბოჭორიშვილის კლინიკაში დღეს ელოდებიან 4 პაციენტის გამოჯანმრთელების დადასტურებას

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში 4 პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან. კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის თქმით, საავადმყოფო გუშინ კოვიდ-19-ისგან განკურნებულმა  4-მა პირმა დატოვა. მათგან 1 მოზარდია, 3 კი ზრდასრული. აღნიშნული 4 ადამიანიდან  2 ერთი ოჯახის წევრები არიან. მაკა სოლოღაშვილის თანახმად, ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში ამ დროისათვის სულ 28 კოვიდ ინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის მძიმე პაციენტები არ არიან: პაციენტების მდგომარეობა მსუბუქია. უმრავლესობა ელოდება გამოჯანმთელებას, ამ დროისათვის ახალი პაციენტი კვლევაში ჩასართავად არ გვყავს“, - უთხრა ჟურნალისტებს მაკა სოლოღაშვილმა. მისი თქმით, კლინიკაში კოვიდ-19-ის დიაგნოზით განთავსებულ 28 პაციენტს შორის არის 10 ბავშვი. გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა. საერთო რიცხვი 738-დან 746-მდე გაიზარდა. კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 3 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი ამჟამად 576-ია. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 418-ით აჭარბებს ე.წ. აქტიურ შემთხვევებს, გარდაცვლილია 12 ადამიანი. 

Related news

Latest News
Hashtags:   

ბოჭორიშვილის

 | 

კლინიკაში

 | 

ელოდებიან

 | 

პაციენტის

 | 

გამოჯანმრთელების

 | 

დადასტურებას

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources