Sunday 5 July 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 1 month ago

დინალდ ტრამპმა გამოსცა სოციალური ქსელების რეგულირების განკარგულება

აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც სოციალური ქსელების საქმიანობის რეგულირებას ითვალისწინებს. „ჩვენ დღეს აქ შევიკრიბეთ, რათა სიტყვის თავისუფლება დავიცვათ ერთ-ერთი მთავარი საფრთხისგან“, - უთხრა 28 მაისს, თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებს დონალდ ტრამპმა. მისი შეფასებით, დიდ ონლაინ-პალტფორმებს უკონტროლო ძალაუფლება აქვთ და ცენზურის და შეზღუდვების უფლებითაც სარგებლობენ. პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის საფუძველზე შესაძლებელი იქნება შეიცვალოს კომუნიკაციის საშუალებების წესიერების აქტის 230-ე პარაგრაფი. კანონის ეს მუხლი სოციალურ ქსელებს ათავისუფლებს იურიდიული პასუხისმგებლობისგან მათ პლატფორმებზე მომხმარებლების მიერ გამოქვეუნებული შეტყობინებების შინაარსის გამო. ამ პარაგრაფის საფუძველზე მაგალითად, ტვიტერი და ფეისბუკი დაცულნი არიან ცილისწამების, ან პატივის და ღირსების შელახვისთვის სასამართლო დავებისგან, რადგან კანონი სოციალურ ქსელებს არ განიხილავს მედიაგამოცემად. აშშ-ის პრეზიდენტმა გენერალურ პროკურორს დაავალა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება. დიდი ალბათობით, დონალდ ტრამპის განკარგულება სასამართლოში გასაჩივრდება 26 მაისს, სოციალურმა ქსელმა ტვიტერმა მომხმარებელი პირველად გააფრთხილა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ტვიტერით გავრცელებული ინფორმაცია არაზუსტია. საქმე ეხებოდა ტრამპის განცხადებას, რომ არჩევნების დროს ფოსტით ხმის მიცემა შედეგების გაყალბებისთვის იქნება გამოყენებული. ტვიტერის ადმინისტრაციამ აშშ-ის პრეზიდენტის ამ მოსაზრების ქვეშ, ძახილის ნიშნით გამოაქვეყნა მითითება: „მიიღეთ ფაქტები ფოსტით ხმის მიცემის შესახებ“. თუ მომხმარებელი ამ მითითებას მიჰყვება, გაიგებს, რომ დონალდ ტრამპის განცხადება არანაირი მტკიცებულებით გამყარებული არ არის. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ტვიტერი დაადანაშაულა 2020 წლის არჩევნებში ჩარევასა და სიტყვის თავისუფლების ხელყოფაში და განაცხადა, რომ როგორც პრეზიდენტი ამას არ დაუშვებს.  

Related news

Latest News
Hashtags:   

დინალდ

 | 

ტრამპმა

 | 

გამოსცა

 | 

სოციალური

 | 

ქსელების

 | 

რეგულირების

 | 

განკარგულება

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources