Tuesday 14 July 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 2 month ago

ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღა დაიწყო

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ქვეყნაში საკმაოდ რთული ვითარებაა შექმნილი ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით. „შეგვიძლია ვთქვათ, რომ, საქმე გვაქვსCOVID-19-ი მეორე ტალღასთან“, - განაცხადა 26 მაისს ონლაინ ბრიფინგის დროს ნიკოლ ფაშინიანმა და დასძინა, რომ კიდევ უფრო გამკაცრდება სომხეთში შემოღებული ადმინისტრაციული ზომები.   კერძოდ ნიღბების ტარება სავალდებულო გახდება ყველგან, მათ შორის ავტომობილებშიც. ამ მიზნით გამკაცრდება საგზაო შემოწმება, საჭიროების შემთხვევაში მოეწყობა საკონტროლო-გამშვები პუნქტები.   ბოლო ხუთი დღის განმავლობაში სომხეთში 81 კაცი მიეცა ადმინისტრაციულ პასუხისგებაში. თვითიზოლაციის პირობების დარღვევა ითვალისწინებს ფულად სასჯელს 100-დან 250 ათას დრამამდე.   სომხეთის ჯანდაცვის მინისტრს, არსენ ტოროსიანის ცნობით, 26 მაისის მდგომარეობით 269 ინფიცირებული მძიმე მდგომარეობაში იმყოფება, 51-ი პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, 15 ავადმყოფი ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზეა შეერთებული.   ეპიდემიის განმავლობაშ კორონავირუსით სომხეთში ჯამში 7402 ადამიანი დაავადდა. 3220- პაციენტი განიკურნა. 91-ი გარდაიცვალა.

Related news

Latest News
Hashtags:   

ნიკოლ

 | 

ფაშინიანი

 | 

აცხადებს

 | 

ქვეყანაში

 | 

კორონავირუსის

 | 

მეორე

 | 

ტალღა

 | 

დაიწყო

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources