Tuesday 14 July 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 2 month ago

ვლადიმირ პუტინმა 24 ივნისს დანიშნა გამარჯვების სამხედრო აღლუმის ჩატარება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ქვეყნის თავდაცვის მინისტრ, სერგეი შოიგუს დაავალა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმის მომზადება. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ პუტინმა განაცხადა 26 მაისს, მთავრობის სხდომის ვიდეოკონფერენციაზე, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა რუსულ ტელეარხ „როსსია 24“-ზე.   კორონავირუსის ეპიდემიის გამო, რუსეთში გადაიდო 9 მაისისთვის დაგეგმილი სამხედრო აღლუმის ჩატარება.   1945 წლის 24 ივნისსმოსკოვის წითელ მოედანზე გაიმართა ისტორიული აღლუმი, რომელიც ჩაიბარა საბჭოთა მარშალმა გიორგი ჟუკოვმა. სამხედრო აღლუმის სარდალი იყო მარშალი კონსტანტინ როკოსოვსკი.   რაც შეეხება ე.წ. „უკვდავი პოლკის“ სახელით ცნობილი მასობრივ მსვლელობას, პუტინის გადაწყვეტილებით, ეს ღონისძიება და სამხედრო-საზღვაო აღლუმი მოგვიანებით, 26 ივლისს გაიმართება.

Related news

Latest News
Hashtags:   

ვლადიმირ

 | 

პუტინმა

 | 

ივნისს

 | 

დანიშნა

 | 

გამარჯვების

 | 

სამხედრო

 | 

აღლუმის

 | 

ჩატარება

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources