Tuesday 14 July 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 2 month ago

ნიკა გვარამიას მთავარ არხში მხოლოდ 12% რჩება 

ნიკა გვარამია, კახაბერ ანჯაფარიძის მსგავსად, ტელეკომპანია მთავარის წილებს ყიდის. რეესტრში ცვლილებების ასახვის შემდეგ გვარამიას მხოლოდ არხის 12 პროცენტი ექნება, შესაბამისად, ის საკონტროლო პაკეტის მფლობელი აღარ იქნება. ცვლილებების შემდეგ შპს მთავარი არხის 39 პროცენტიანი წილის მფლობელი ზაზა ოქუაშვილთან დაკავშირებული ლონდონში რეგისტრირებული კომპანია BGIM იქნება. დამატებით 1 პროცენტი, რომელიც შპს ბენმონტს, მონტეს,ომეგა მოტორ ჯგუფს, მატრიქსისა და მაგული ხარებავას ეკუთვნით, ამ კომპანიას ექნება 15-წლიანი მართვის უფლებით გადაცემული. ამ დროის მონაცემებით, არხის წილები ასე იქნება გადანაწილებული: BGIM ltd – 39% , ნიკა გვარამია – 12%, მარი ანა რურუა – 2,5%,  თეიმურაზ ვასილიძე – 1%, ბაკურ ჯახაია – 37%, ნიკოლოზ სისაური – 3%, გიორგი რურუა – 2,5%, შპს საქართველოს უნივერსიტეტი – 2%, ბენმონტი – 0,2%, მონტე – 0,2%, ომეგა მოტორ ჯგუფი – 0,2%, მატრიქსი – 0,2%, მაგული ხარებავა – 0,2%. ნიკა გვარამიამ მთავარი არხი მას შემდეგ დააფუძნა, რაც რუსთავი 2-ის წილების 100 პროცენტი ქიბარ ხალვაშს გადაეცა და ის არხის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გადააყენეს. მთავარი არხის ეთერში გასვლის მომენტისთვის გვარამია საკონტროლო პაკეტს, 51 პროცენტს ფლობდა, დარჩენილი 49 პროცენტი კი კახაბერ ანჯაფარიძეს ეკუთვნოდა.

Related news

Latest News
Hashtags:   

გვარამიას

 | 

მთავარ

 | 

არხში

 | 

მხოლოდ

 | 

რჩება 

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources