Tuesday 14 July 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 2 month ago

ბასილაშვილის უფლებამცველები: ვიდეოჩანაწერი მას მცდარი ბრალდებებისგან ათავისუფლებს

ნიკოლოზ ბასილაშვილის ფეისბუკის გვერდზე მისი უფლებადამცველების სახელით განცხადება გავრცელდა. ინგლისურენოვანი განცხადების თანახმად ყოფილი ცოლის მიერ სპორტსმენის წინააღდედ ოჯახურ ძალადობასთან დაკაშირებით წაყენებული ბრალდება ყალბი და უსაფუძვლოა, ამასთან საქმეში არასრუსწლოვანი ფიგურანტის ინტერესებიდან გამომდინარე უფლებამცველები საქმეში არსებული მასალების გამჟღავნებას არ აპირებენ. „მიუხედავად ამისა, გვსურს ნიკოლოზ ბასილაშვილის გულშემატკივრები დავარწმუნოთ, რომ სასამართლოში წარდგენილი ვიდეოჩანაწერი მას სრულად ათავისუფლებს მცდარი ბრალდებისგან, გვჯერა, რომ მოსამართლე წარდგენილ მტკიცებულებებს აღიარებს და ნიკოლოზ ბასილაშვილი ყველა ბრალდებისგან განთავისუფლდება“, - ნათქვამია განცხადებაში, რომლის თანახმად ბასილაშვილი წუხს მის მიმართს გამოთქმული ყალბი ბრალდებების გამო და  ის მადლობას უხდის ფართო საზოგადოებას უპირობო მხარდაჭერისთვის. ნიკოლოზ ბასილაშვილი და ნელი დოროყაშვილი 2013 წელს დაქორწინდნენ და 2019 წლამდე იმყოფებოდნენ ქორწინებაში. მათი ვაჟი 2015 წელს დაიბადა. ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილ ცოლზე მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით ძალადობის ბრალდებით 22 მაისს დააკავეს. მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად 100 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ბ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ამ მუხლით ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბასილაშვილს სამ წლამდე პატიმრობა ან გამოსასწორებელი სამუშაოს შეფარდება ემუქრება. ბასილაშვილი ბრალს არ აღიარებს. ამ თემაზე ასევე ნახე: ომბუდსმენი ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილ ცოლს მხარდაჭერას უცხადებს ვგმობთ ძალადობას - ჩოგბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე ადვოკატი: ბასილაშვილის მამას რომ ეძალადა, მასაც დააკავებდნენ რა ხდება, როცა ქალი ოჯახში ძალადობაზე იწყებს ლაპარაკს - ცნობილი ჩოგბურთელი ბრალდებულის სკამზე ბასილაშვილის ყოფილი ცოლის ადვოკატი: საუბარია არა ერთ შემთხვევაზე, არამედ სისტემატურ ძალადობაზე  

Related news

Latest News
Hashtags:   

ბასილაშვილის

 | 

უფლებამცველები

 | 

ვიდეოჩანაწერი

 | 

მცდარი

 | 

ბრალდებებისგან

 | 

ათავისუფლებს

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources