Tuesday 14 July 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 2 month ago

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მეგობარ ხალხს გულთბილად ულოცავს დამოუკიდებლობის დღეს. ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე წერია, რომ საქართველოს მშვიდობას, კეთილდღეობას და აყვავებას უსურვებენ. საქართველომ უკრაინიდან ელჩი კონსულტაციისთვის გაიწვია მას შემდეგ, რაც 7 მაისს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, სამშობლოში მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი დანიშნა რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ. კიევში ელჩის დაბრუნების თარიღი ჯერჯერობით უცნობია. 25 მაისს, ელჩთან, თეიმურაზ შარაშენიძესთან კონსულტაციის შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დააკვირდება უკრაინაში პროცესების განვითარებას, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს უკრაინის ხელისუფლება საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზების კუთხით და ამის მიხედვით გადაწყდება ელჩის დაბრუნების თარიღი. 

Related news

Latest News
Hashtags:   

უკრაინის

 | 

საგარეო

 | 

საქმეთა

 | 

სამინისტრო

 | 

ქართველ

 | 

ხალხს

 | 

დამოუკიდებლობის

 | 

ულოცავს

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources