Wednesday 27 May 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 4 days ago

თალიბანმა ავღანეთში სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა რამადანის დასრულების აღსანიშნავად

ავღანელმა თალიბებმა 23 მაისს სამი დღით გამოაცხადეს ცეცხლის შეწყვეტა ყურბან-ბაიარამის დღესასწაულის აღსანიშნავად, რითაც ტრადიციულად მთავრდება მუსლიმანური ერთთვიანი მარხვა - რამადანი.   თალიბანის წარმომადგენელი ზაბიჰულა მოჯაჰედი ტვიტერით გავრცელებულ ცნობაში წერს, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ მოუწოდა ყველა შეიარაღებულ მებრძოლს, რომ „არ აწარმოონ შეტევითი ოპერაცია მტრის წინააღმდეგ“ და იზრუნონ მხოლოდ მათ კონტროლირებად ტერიორიებზე  თანამოქალაქეთა დასაცავად.   ცეცხლის შეწყვეტა ამოქმედდება 24 მაისიდან. ავღანელი თალიბები 19 წლის განმავლობაში აგრძელებენ შეიარაღებულ ბრძოლას  ავღანეთის მთავრობისა და მისი საერთაშორისო მხარდაჭერების წინააღმდეგ. თებერვლაში აშშ-მა და თალიბანმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც მიმართულია აშშ-ის ისტორიაში ყველზე ხანგრძლივი საომარი ოპერაციის დასრულებისკენ.

Related news

Latest News
Hashtags:   

თალიბანმა

 | 

ავღანეთში

 | 

სამდღიანი

 | 

ცეცხლის

 | 

შეწყვეტა

 | 

გამოაცხადა

 | 

რამადანის

 | 

დასრულების

 | 

აღსანიშნავად

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources