Wednesday 27 May 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 4 days ago

ყირიმის თაობაზე გაეროს ონლაინ-შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირის წარმომადგენლებმა. უკრაინამ და აშშ-მა უარი თქვეს

უკრაინის, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ისა და ესტონეთის წარმომადგენლებმა უარი თქვეს მონაწილეობა მიეღოთ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაში, რომელიც ანექსირებულ ყირიმში შექმნილ ვითარებას მიეძღვნა.   „არრიას ფორმულის“ სახელით ცნობილი შეხვედრა ინიცირებული იყო რუსეთის მიერ და 21 მაისს წარიმართა ონლაინ რეჟიმში. მოდერატორი იყო გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი ვასილი ნებენზია, შეხვედრაში მიწვეული იყვნენ რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის წარმომადგენლები.     გავრცელებული ცნობით, ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობდნენ გერმანიის, საფრანგეთისა და ჩეხეთის წარმომადგენლები. ასეთ შეხვედრაში ევროკავშირის ქვეყნების მონაწილეობა ეწინააღმდეგება ყირიმთან დაკავშირებით კავშირის პოზიციას, რომლის თანახმად დაუშვებელია ოკუპანტი ქვეყნის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობა.   „არრიას ფორმულის“ (ვენესუელელი დიპლომატის დიეგო არრიას პატივსაცემად ატარებს ამ სახელს) სხდომა ითვალისწინებს კონსულტაციებს, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ არა მხოლოდ დიპლომატებს, არამედ ასევე საზოგადოებისა და არასამთავრობოების წარმომადგენლებს. ასეთი შეხვედრები არ განეკუთვნება უშიშროების საბჭოს პირდაპირ ღონისძიებებს.

Related news

Latest News
Hashtags:   

ყირიმის

 | 

თაობაზე

 | 

გაეროს

 | 

ონლაინ

 | 

შეხვედრაში

 | 

მონაწილეობა

 | 

მიიღეს

 | 

ევროკავშირის

 | 

წარმომადგენლებმა

 | 

უკრაინამ

 | 

თქვეს

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources