Wednesday 27 May 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 4 days ago

დავით ზალკალიანი: სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა დარეკა და წუხილი გამოთქვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ამბობს, რომ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა საქართველოსთან დაკავშირებით გავრცელებული თავისი კომენტარის გამო წუხილი გამოთქვა. ამის შესახებ მან იმედის ეთერში ისაუბრა. მე მინდა დავიჯერო, რომ ეს იყო არასწორად ინტერპრეტირებული მედიაში და ეს წუხილი, რაც გამოხატა სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა იმ ზარში, რაც განხორციელდა სულ ცოტა ხნის წინ საელჩოში, არის გულწრფელი , - თქვა ზალკალიანმა. გუშინ, 22 მაისს მედიაში გავრცელდა სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის, არსენ ტოროსიანის კომენტარი, რომელიც ეჭქვეშ აყენებდა საქართველოში კორონავირუსთან ბრძოლის შედეგებს. „ინფორმაცია განსჯისთვის: როცა ჩვენ საქართველოდან სომხეთში შემოსულ მძღოლებს ვუტარებთ ტესტირებას, უმრავლეს შემთხვევაში კორონავირუსით ინფიცირებას ვადგენთ. ასე რომ, განა დასაჯერებელია, რომ საქართველოში დღეში კორონავირუსით ინფიცირების მხოლოდ 1-2 შემთხვევა დასტურდება? თუ სინამდვილეში ყველა ინფიცირებულის გამოვლენა და შემდეგ სტატისტიკაში ასახვა არ ხდება?“ - განაცხადა მინისტრმა. ამირან გამყრელიძემ უპასუხა სომხეთის ჯანდაცვის მინისტრს; თენგიზ ცერცვაძემ უპასუხა სომხეთის ჯანდაცვის მინისტრს. საქართველოში ლაბორატორიულად კოროავირუსის 728 შემთხვევა დადასტურდა. მათგან 509 გამოჯანმრთელდა, 12 კი გარდიაცვალა. ამ მონაცემების მიხედვით, საქართველოში ე.წ. პიკმა გადაირა.

Related news

Latest News
Hashtags:   

დავით

 | 

ზალკალიანი

 | 

სომხეთის

 | 

ჯანდაცვის

 | 

მინისტრმა

 | 

დარეკა

 | 

წუხილი

 | 

გამოთქვა

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources