Wednesday 27 May 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 4 days ago

სუს უარყოფს, რომ საქართველოში ტერორიზმში ბრალდებული პირი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უარყოფს, რომ საქართველოში ტერორიზმში ბრალდებული პირი შემოვიდა და მათ დააკავეს. ტელეკომპანია ფორმულას ინფორმაციით კი ძებნილმა პირმა ქვეყნის საზღვარი ორჯერ გადმოკვეთა, ორჯერვე ქრთამის გადახდით. კონფიდენციალური ინფორმაციით, ძებნილი პირი, რომელმაც 6 მაისს საზღვარი გადმოკვეთა, გავლენიან ფიგურად მიიჩნევა ტერორისტულ ორგანიზაციებში და ყველაზე საშიში 10 ტერორისტიდან, შესაძლოა, ერთ-ერთი იყოს... იემენის მოქალაქე, ალქაიდას ლიდერი და არაერთი სისხლიანი თავდასხმებისთვის ძებნილი, იგივე აბუ მუჰამმედ ალმასრია , - თქვა ფორმულას ჟურნალისტმა ამ ამბის შესახებ მომზადებულ სიუჟეტში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ ისინი საქმეში ჩართული იყვნენ პოლიციელის მხრიდან ქრთამის აღების გამო. უწყებაში ადასტურებენ, რომ ასევე დაკავებულია იემენის მოქალაქე, რომელსაც ქრთამის მიღებასა და ქვეყნის უკანონო კვეთას ედავებიან.

Related news

Latest News
Hashtags:   

უარყოფს

 | 

საქართველოში

 | 

ტერორიზმში

 | 

ბრალდებული

 | 

დააკავეს

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources