Wednesday 27 May 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 4 days ago

ტრამპმა და ერდოანმა იმსჯელეს ლიბიისა და სირიის გარშემო

აშშ-ისა და თურქეთის პრეზიდენტები, დონალდ ტრამპი და რეჯეპ ტაიპ ერდოანი შეთანხმდნენ, განაგრძონ მჭიდრო სამხედრო და პოლიტიკური თანამშრომლობა, რომელიც მიზნად ისახავს ახლო აღმოსავლეთის რეგიონის სტაბილურობას.   სააგენტო „როიტერსის“ თანახმად, სატელეფონო საუბარში ტრამპმა და ერდოანმა იმსჯელეს სირიისა და ლიბიის გარშემო.   თურქეთი მხარს უჭერს საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებულ ეროვნული თანხმობის მთავრობას, რომელმაც ბოლო კვირის განმავლობაში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია ქვეყნის აღმოსავლეთში გამაგრებული ლიბიის ნაციონალურ არმიას (LNA).   ლიბიის ნაციონალურმა არმიამ, რომელსაც მეამბოხე გენერალი, ხალიფა ჰაფთარი უდგას სათავეში, 18 მაისს დაკარგა კონტროლი ტრიპოლიდან 140 კილომეტრით დაშორებულ სტრატეგიულ ავიაბაზაზე.   ჰაფტარის არმია განდევნილი იქნა ეროვნული თანხმობის მთავრობის ჯარის მიერ, რომელსაც მხარს უჭერს თურქეთი.   ლიბიაში სწორედ ჰაფთარის მხარეზე იბრძვიან, მრავალი ცნობის თანახმად, რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლები.

Related news

Latest News
Hashtags:   

ტრამპმა

 | 

ერდოანმა

 | 

იმსჯელეს

 | 

ლიბიისა

 | 

სირიის

 | 

გარშემო

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources