Wednesday 27 May 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 4 days ago

უკრაინაში დასრულდა ჟურნალისტ შერემეტის მკვლელობის გამოძიება

უკრაინის პოლიციამ დაასრულა ჟურნალისტ პაველ შერემეტის მკვლელობის სავარაუდო შემსრულებელთა საქმის გამოძიება, რის შესახებაც უწყება ეჭვმიტანილთა დაცვის მხარეს გადაეცა.   ბელარუსი ჟურნალისტი, პაველ შერემეტი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა რუსეთსა და უკრაინაში, კიევში 2016 წლის ივლისში მოკლეს. მის თავდასხმაში სავარაუდო მონაწილეობისათვის პოლიციამ დააპატიმრა დონბასში საბრძოლო მოქმედებების მოხალისე, ქირურგი იულია კუზმენკო, ასევე ვეტერანი და მუსიკოსი ანდრეი ანტონენკო და სამხედრო მედდა, იანა დუგარი.   გამოძიება ანტონენკოსა და კუზმენკოს დანაშაულის შემსრულებლად მიიჩნევს, ხოლო დუგარს - მათ თანამზრახველად.     გამოძიების ვერსიით ცნობილი ჟურნალისტის მკვლელობა მიზნად ისახავდა ქვეყანაში საპროტესტო მღელვარების პროვოცირებას. უფრო ადრე შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებდა, რომ შერემეტის მოკვლით, ჯგუფის მიზანი იყო უკრაინაში „პოლიტიკური და საზოგადოებრივი ვითარების დესტაბილიზაცია“.     ეჭვმიტანილები წაყენებულ ბრალდებას უარყოფენ. ბრალის დადასტურების შემთხვევაში დანაშაული ხანგრძლივი და უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.   20 მაისს ყოველწლიური პრესკონფერენციის დროს, უკრიანის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, განაცხადა, რომ მზად არის „სეროზული საკადრო დასკვნებისთვის“ იმ შემთხვევაში, თუ შერემეტის მკვლელობაში ეჭვმიტანილები აღმოჩნდებიან უდანაშაულოები.

Related news

Latest News
Hashtags:   

უკრაინაში

 | 

დასრულდა

 | 

ჟურნალისტ

 | 

შერემეტის

 | 

მკვლელობის

 | 

გამოძიება

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources