Wednesday 27 May 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 4 days ago

სომხეთში წუხელ 374-ით გაიზარდა კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა. სამი - გარდაიცვალა

კორონავირუსის ეპიდემიის განმავლობაში სომხეთში წუხელ დაინფიცირების 374 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ერთი დღის გამავლობაში ყველზე მაღალ მაჩვენებელს შეადგენს.   სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის ცნობით, კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი 6302-ს უდრის. აქედან 2936-ი პაციენტი განიკურნა, 77 პაციენტი გარდაიცვალა.     22 მაისს კორონავირუსის ეპიდემიის მხრივ ქვეყანაში შექმნილ სიტუაციას „ძალიან სერიოზული“ უწოდა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა: „სიტუაცია უფრო სერიოზულია, ვიდრე ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. ჩვენ უნდა მივიღოთ მკაცრი ზომები ეპიდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად, რათა შემდგომ არ მოგვიწიოს უმკაცრესი შეზღუდვების შემოღება“, - განაცხადა ფაშინიანმა.   სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ ის იძულებული გახდა გაეკეთებინა ასეთი განცხადება მას შემდეგ, რაც ქუჩებში ბოლო დღეებში დაინახა ადამიანები, რომლებიც ერთმანეთში საუბრობენ ნიღბების გარეშე, არ იცავენ სოციალურ დისტანციას. ფაშინიანმა მოუწოდა მოქალაქეებს, დაიცვან აუცილებელი დისტანცია, გაიკეთონ დეზინფექცია და ისარგებლონ დეზინფიცირებული ჭურჭლით.

Related news

Latest News
Hashtags:   

სომხეთში

 | 

წუხელ

 | 

გაიზარდა

 | 

კორონავირუსით

 | 

დაავადებულთა

 | 

რაოდენობა

 | 

გარდაიცვალა

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources