Wednesday 27 May 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 4 days ago

აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთი ოსეთი Tik Tok-ში აღარ იძებნება

სოციალურ ქსელში TikTok რეგისტრაციისას, ოკუპირებული აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთი ოსეთი სახელმწიფოთა ჩამონათვალში აღარ შეგხვდებათ. თუკი ტელეფონში აპლიკაცია უკვე ჩამოტვირთულია, მისი განახლებისას, აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი სახელმწიფოთა ჩამონათვალიდან „ქრება“. აქამდე, TikTok-ში რეგისტრაციისთვის, ცალკე ქვეყნებად იყო მითითებული რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ორი რეგიონი - აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთი ოსეთი. ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოების ნუსხაში გამოჩენა Tik Tok-ის ქართველმა მომხმარებელმა გააპროტესტა. Tik Tok-ში ქვეყნდებოდა ვიდეოები, სადაც საქართველოს მოქალაქეები მიმართავდნენ სოციალური ქსელის შემქმნელებს, ამოეღოთ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთი ოსეთი სახელმწიფოთა ნუსხიდან. ინფორმაცია, რომ ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი სახელმწიფოების ნუსხიდან გაქრა, სოციალურ ქსელში გაავრცელა ზვიად აძინბაიამ, ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლის უსაფრთხოების პროგრამის მკვლევარმა: „ტიკ-ტოკმა ჩვენება შეცვალა. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ცალკე სახელმწიფოებს შორის არ არიან მათ პლატფორმაზე“. 10 დღის წინ, რადიო თავისუფლებას საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ამ ფაქტზე ხარვეზის გასასწორებლად აქტიურად მუშაობენ: „საგარეო საქმეთა სამინისტრო ყოველთვის რეაგირებს ცალკეული სუბიექტების/ორგანიზაციების მხრიდან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებელ ერთეულებად მოხსენიების ფაქტებზე. არაერთი მაგალითი არსებობს, როდესაც საგარეო უწყების მუშაობის შედეგად, სხვადასხვა საიტზე შეიცვალა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში გამოყენებული არასწორი დეფინიცია“. TikTok-ი ჩინურ კომპანია ByteDance-ს ეკუთვნის.

Related news

Latest News
Hashtags:   

აფხაზეთი

 | 

სამხრეთი

 | 

ოსეთი

 | 

იძებნება

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources