Wednesday 27 May 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 4 days ago

კორონავირუსის შემთხვევები სწრაფად მატულობს ბრაზილიაში

23 მაისის მონაცემებით COVID-19-ით დაინფიცირებულთა რაოდენობამ ბრაზილიაში მიაღწია 330 890 კაცს, რითაც ლათინური ამერიკის ეს ქვეყანა მიუახლოვდა რუსეთს, რომელიც მსოფლიოში მეორე ადგილზეა აშშ-ის შემდეგ.   ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, განვლილი დღე-ღამის განმავლობაში ბრაზილიაში გამოვლინდა კორონავირუსით დაავადების 19 969 ახალი შემთხვევა. ეპიდემიის განმავლობაში გარდაიცვალა 21 048 პაციენტი.   ლათინური ამერიკის კონტინენტზე კორონავირუსის ეპიდემიის შემდგომ გაძლიერებას ვარაუდობენ ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტები. „რა თქმა უნდა, ყველა ამ ქვეყნის მიმართ არსებობს შეშფოთება, მაგრამ ამ მხრივ ყველაზე უფრო დაზარალებული ბრაზილიაა“, - ამბობს WHO-ს საგანგებო სიტუაციების დირექტორი მაიკ რაიანი. მექსიკაში 22 მაისს ერთ დღე-ღამეში 479 პაციენტი გარდაიცვალა.     აშშ-ში ეპიდემიის განმავლობაში კორონავირუსით დაავადდა 1.6 მილიონი ადამიანი, 96 ათასი პაციენტი გარდაიცვალა. მსოფლიოში მეორე ადგილზეა რუსეთი. 23 მაისის სტატისტიკით რუსეთში ოფიციალურად რეგისტრირებულია 335 882 დაინფიცირებული, მაგრამ კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობით- რუსეთი მსოფლიოში მხოლოდ მე-19 ადგილს იკავებს.

Related news

Latest News
Hashtags:   

კორონავირუსის

 | 

შემთხვევები

 | 

სწრაფად

 | 

მატულობს

 | 

ბრაზილიაში

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources