Wednesday 27 May 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 5 days ago

97-მდე გაიზარდა პაკისტანში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი

პაკისტანის ხელისუფლების ცნობით, 97-მდე გაიზარდა ქალაქ კარაჩის მახლობლად პარასკევ საღამოს მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი. თვითმფრინავში მყოფი 99 მგზავრიდან გადარჩა მხოლოდ ორი ადამიანი.   პაკისტანის საერთაშორისო ავიახაზების კუთვნილი „ეარბასი“ (რეისი PK8303), რომელიც ლაჰორიდან მოფრინავდა, კარაჩის აეროპორტში დაშვებამდე, ჩავარდა დასახლებულ რაიონში, მაგრამ მოსახლეობაში არავინ დაღუპულა.   პაკისტანის პრემიერ-მინისტრის დავალებით თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზებს შერეული ოთხკაციანი კომისია შეისწავლის.   ავიაკატასტროფის ადგილზე მუშაობენ მაშველები და გამომძიებლები, რომლებიც თვითმფრინავის ნარჩენებს შორის ცდილობენ იპოვონ „შავ ყუთი“, რომელზეც კატასტროფის მომენტამდე ეკიპაჟის ყველა საუბრის ჩანაწერი ინახება.

Related news

Latest News
Hashtags:   

გაიზარდა

 | 

პაკისტანში

 | 

ავიაკატასტროფის

 | 

შედეგად

 | 

დაღუპულთა

 | 

რიცხვი

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources