Wednesday 27 May 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 5 days ago

ორი პაციენტი დაიღუპა რუსეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში გაჩენილი ხანძრის შედეგად

ორი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა წუხელ რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ საავადმყოფოში მომხდარი ხანძრის შედეგად. რადიო თავისუფლების საიტ Idel.Realii-ის ცნობით, უბედური შემთხვევა რუსეთის თათრეთის რესპუბლიკის ზელენოდოლსკის რაიონში მოხდა.   რაიონის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ ხანძრის დროს საავადმყოფოში იმყოფებოდნენ კორონავირუსით დაინფიცირებული ავადმყოფები, მაგრამ უარყო ვარაუდი, თითქოს ხანძარი ვენტილაციის აპარატის აალებას გამოეწვოს.     ხანძარი საავადმყოფოს პირველ სართულზე მდებარე ერთ-ერთ პალატაში გაჩნდა. შემთხვევის ადგილზე მისულმა მაშველებმა 88 კაცის გადარჩენა მოახერხეს.   მანამდე მოსკოვისა და სანკტ-პეტერბურგის საავადმყოფოებში, სადაც კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებს მკურნალობდნენ ხანძარი რუსული წარმოების ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის აპარატის აალების გამო მოხდა. სანკტ-პეტერბურგში უბედურმა შემთხვევამ ხუთი ადამიანი იმსხვერპლა.

Related news

Latest News
Hashtags:   

პაციენტი

 | 

დაიღუპა

 | 

რუსეთის

 | 

საავადმყოფოში

 | 

გაჩენილი

 | 

ხანძრის

 | 

შედეგად

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources