Wednesday 27 May 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 5 days ago

რომელი შეზღუდვები მოიხსნა და რომელი შეზღუდვები დარჩა

მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, 23 მაისიდან, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის გაუქმების შემდეგ, აღარ მოქმედებს შემდეგი შეზღუდვები: 3-ზე მეტი ადამიანის გადაადგილების შეზღუდვა, გარდა ტაქსით გადაადგილებისა. მოიხსნა ე.წ. კომენდანტის საათი. დაშვებულია ყველა ეკონომიკური საქმიანობა, გარდა: რესტორანში, ბარში, კაფესა და ნებისმიერი სახის სასადილოში მომხმარებლის ადგილზე კვების მომსახურებისა; ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით ვაჭრობისა (დასაშვებია „ონლაინ“); სავაჭრო ცენტრებისა (ე. წ. მოლები) და ბაზრობების ფუნქციონირებისა (გარდა ღია ტიპის აგრარული ბაზრობებისა); სპორტული, კულტურული და გასართობი ღონისძიებების ორგანიზება/ჩატარებისა; სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროცედურა/აქტივობებისა; ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობისა. დასაშვებია „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული შეკრება და მანიფესტაცია. დასაშვებია უნივერსიტეტში პრაქტიკული/ლაბორატორიული სამუშაოებისა და გამოცდების ჩატარება არადისტანციულად (ფიზიკურად), ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად. გადაადგილების ასაკობრივი შეზღუდვა 70 წლისა და მეტი ასაკის ადამიანებისთვის გახდა სარეკომენდაციო ხასიათის. მოიხსნა სასაფლაოების ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კვლავ ძალაში რჩება შემდეგი შეზღუდვები: საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლა (ჩარტერული რეისები ინიშნება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეთა დაბრუნების მიზნით). საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროპოლიტენითა და საბაგიროთი გადაადგილება და სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა. საქალაქთაშორისო და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანა სამარშრუტო ტაქსებითა და ავტობუსებით. ტაქსით გადაადგილებისას მძღოლი აღჭურვილი უნდა იყოს პირბადით და დასაშვებია მხოლოდ 2 მგზავრის გადაყვანა, რომლებიც უნდა ისხდნენ მძღოლის უკან. სახმელეთო გზით საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი, საქართველოს მოქალაქეობის მქონე მძღოლების თვითიზოლაციაში, თვითიზოლაციის მიზნით მოწყობილ სივრცესა (ტირპარკსა) და საკარანტინე სივრცეში მოთავსების ვალდებულება. სკოლებმა და უნივერსიტეტებმა სასწავლო პროცესი უნდა განაგრძონ დისტანციური სწავლების/კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის გამოყენებით. ყველა სახის ტრენინგი, კონფერენცია და სემინარი უნდა ჩატარდეს დისტანციური ფორმით. კულტურული ღონისძიების ჩატარება დაშვებულია მხოლოდ დისტანციური ფორმით. შეზღუდულია ყველა ტიპის მასობრივი სპორტული ღონისძიება, მათ შორის, შეჯიბრი, სასწავლო-საწვრთნელი პროცესი/შეკრება, როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში, სპორტის თემასთან დაკავშირებული ყველა ტიპის ტრენინგი, სემინარი ან/და კონფერენცია, გარდა დისტანციური ფორმისა. იზღუდება 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა, რომელიც დაკავშირებულია სოციალურ ღონისძიებებთან (მაგ.: ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.). დახურულ საჯარო სივრცეში ყველა პირი ვალდებულია, ატაროს პირბადე. სასტუმროებისა და განთავსების მსგავსი საშუალებების საქმიანობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად. ყველა ეკონომიკური საქმიანობა უნდა განხორციელდეს, ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით, არანაკლებ 2 მეტრის სოციალური დისტანციის დაცვითა და პირბადით, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად. საკარანტინო ზონებად რჩება ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი მუშევანი და სოფელი გეტა, ასევე - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Related news

Latest News
Hashtags:   

რომელი

 | 

შეზღუდვები

 | 

მოიხსნა

 | 

რომელი

 | 

შეზღუდვები

 | 

დარჩა

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources