Wednesday 27 May 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 5 days ago

ძლიერმა ქარმა ლაგოდეხის სოფლებში ალვის ხეები მოგლიჯა

ძლიერმა ქარმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, ჭიაურსა და გიორგეთში ალვის ხეები მოგლიჯა. დაზიანებულია ელექტროენერგიის სადენები და ინტერნეტის კაბელები. ჭიაურის თემში მერის წარმომადგენელმა თანანა ხვედელიძემ განაცხადა, რომ დაზიანებულია სოფელში შემავალი ელექტროენერგიის მთავარი კაბელი. მისი ინფორმაციით, აღდგენითი სამუშაოები უკვე დაწყებულია. 22 მაისს, საღამოს, სეტყვა იყო ახმეტაში, თუმცა ოფიციალური სტრუქტურების ინფორმაციით, ზიანი, ფაქტობრივად, არ არის. ძლიერი წვიმა და სეტყვა კახეთში 11 მაისსაც მოვიდა. უხვმა ნალექმა სოფელი კაბალი დააზარალა. მდინარე კაბალი ჯებირებიდან გადმოვიდა და დატბორა ქუჩები. 11 მაისს ყვარელში ადიდდა მდინარე დურუჯიც და რამდენიმე სოფლის სახნავ-სათესი სავარგულები დატბორა.

Related news

Latest News
Hashtags:   

ძლიერმა

 | 

ქარმა

 | 

ლაგოდეხის

 | 

სოფლებში

 | 

ალვის

 | 

ხეები

 | 

მოგლიჯა

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources