Friday 5 June 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 14 days ago

კორონავირუსით ინფიცირების ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ხუთით გაიზარდა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა. 23 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 728 დადასტურებული შემთხვევაა დარეგისტრირებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 15 პაციენტი. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 509 პაციენტს შეადგენს. ამჟამად კლინიკებში მკურნალობას აგრძელებს 207 პაციენტი. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ხუთი ახალი შემთხვევიდან სამი პაციენტი არსებულ დაავადებულთა კონტაქტს წარმოადგენს. ორი პაციენტი კი საკარანტინე სივრცეში იმყოფებოდნენ. მისივე თქმით, ამჟამად არცერთი ახალი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკული არ არის.  

Related news

Latest News
Hashtags:   

კორონავირუსით

 | 

ინფიცირების

 | 

ახალი

 | 

შემთხვევა

 | 

გამოვლინდა

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources