Friday 5 June 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 14 days ago

რომი-თბილისის რეისით საქართველოს 180 მოქალაქე დაბრუნდა

რომი-თბილისის რეისით საქართველოს 180 მოქალაქე დაბრუნდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მათ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიარეს სამედიცინო შემოწმება, რომლის შემდეგადაც სპეციალურად გამოყოფილი ავტობუსებით, სხვადასხვა სასტუმროში მოწყობილ საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანეს. სამინისტროს ინფორმაციით, 14-დღიანი კარანტინის დროს უცხოეთიდან დაბრუნებული მოქალაქეები 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან. ასევე უზრუნველყოფილი იქნებიან სამჯერადი კვებით. კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და მთავრობის დადგენილებით, ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს მასშტაბით, ამ დროისთვის, 76 სასტუმროში გაუწია ორგანიზება საკარანტინო სივრცეების მოწყობას. 23 მაისის მონაცემებით, საკარანტინო სივრცეებში 3273 ადამიანია განთავსებული. საგარეო საქმეთა სამინისტროს 21 მაისის მონაცემებით, საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი რეისების, სახმელეთო და საზღვაო გზებით, სამშობლოში ორგანიზებულად დაბრუნდა 12,409 მოქალაქე.

Related news

Latest News
Hashtags:   

თბილისის

 | 

რეისით

 | 

საქართველოს

 | 

მოქალაქე

 | 

დაბრუნდა

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources