Friday 5 June 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 14 days ago

რუსეთში ყოველ მესამე ექიმს COVID-19-ის სტატისტიკის რეგულირებას სთხოვდნენ

რუსეთის იმ ექიმების მესამედზე მეტს, რომლებიც კოროვარუსის ინფიცირებულ პაციენტებთან მუშაობდნენ, აძლევდნენ „ინსტრუქციას“, რომ COVID-19-ის აფეთქების სტატისტიკის მანიპულაცია მომხდარიყო, ფიქრობენ ახალი გამოკითხვის ავტორები. გამოკითხული ექიმების 35,8 პროცენტი აცხადებს, რომ მათ დადებითი პასუხი გასცეს შეკითხვას: „მოგცეს თუ არა „ინტრუქცია“, რომ COVID-19-ით გამოწვეული პნევმონიის დადასტურებული შემთხვევები აღგენიშნათ კოდით, რომელიც შემდგომში ინფექციის და სიკვდილიანობის მონაცემების რეგულირების საშუალებას მოგცემდათ? საკოდო სისტემა გამოიყენება პაციენტების გარდაცვალების მიზეზის დასადგენად. გამოკითხვა, რომელიც ჩატარდა 1-დან 15 მაისამდე, და რომელშიც ჩართული იყო 509 რესპონდენტი, მოეწყო სპეკულაციების ფონზე, რომ რუსეთი კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვის შემცირებას აღწევს იმით, რომ სასიკვდილო შემთხვევებს მიაწერს COVID-19-ით ინფიცირებამდე პაციენტების სხვა, კერძოდ, პნევმონიით დაავადებას. გამოკითხვა მოეწყო რუსულენოვან მედიკოსებს შორის პოპულარული, მობილური ტელეფონების აპლიკაციის გზით. 22 მაისისთვის რუსეთში COVID-19-ის 326,448 შემთხვევა დადასტურდა, რაც მეორე შედეგია მსოფლიოში. დაღუპულთა რიცხვი 3249-ა. დაღუპულთა მაჩვენებელი ძალიან დაბალია იმ ქვეყნებთან შედარებით, სადაც დიდია ინფიცირებულთა რიცხვი.

Related news

Latest News
Hashtags:   

რუსეთში

 | 

ყოველ

 | 

მესამე

 | 

ექიმს

 | 

COVID

 | 

სტატისტიკის

 | 

რეგულირებას

 | 

სთხოვდნენ

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources