Friday 5 June 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 14 days ago

შეზღუდვები, რომელიც საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მიუხედავად რჩება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მიუხედავად, 23 მაისიდან კვლავ აიკრძალება რიგი უფლებები. ამის შესახებ პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა ისაუბრა. 23 მაისიდან მოქმედი წესები: დახურულ სივრცეში აუცილებელი იქნება პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა; ტაქსის მძღოლებს მხოლოდ 2 პირის გადაყვანა შეეძლებათ; რესტორნებში, ბარებსა და სასტუმროებში სტუმრის მიღება; 70 წლისა და უფროსი ადამიანებისთვის სახლში ყოფნის შეზღუდვა იხსნება; ტანსაცმლის და ფეხსაცმლით ვაჭრობა აკრძალულია და მოლები ისევ დახურული იქნება; სპორტული და კულტურული ღონისძიებების ჩატარება აკრძალულია; აზარტული თამაშები შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა ისევ გაჩერებული იქნება; სოფელ მუშევანისა და გეტას გარდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სხვა ტერიტორიაზე კარანტინი უქმდება; კარანტინი დარჩება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში. როგორც ირაკლი ჩიქოვანმა განმარტა რეგულაციების შემსუბუქებაზე გადაწყვეტილებას საკოორდინაციო საბჭო მიიღებს. საქართველოს მთავრობას ამ დრომდე არ ჰქონდა მსგავსი შეზღუდვების დაწესების უფლება. თუმცა საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით შეიტანა საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში ცვლილებები და მთავრობას უფლებამოსილება გაუზარდა.

Related news

Latest News
Hashtags:   

შეზღუდვები

 | 

რომელიც

 | 

საგანგებო

 | 

მდგომარეობის

 | 

გაუქმების

 | 

მიუხედავად

 | 

რჩება

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources