Friday 5 June 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 14 days ago

ძლიერმა ქარმა გორის მუნიციპალიტეტში დააზიანა სახურავები

20-მდე საცხოვრებელი სახლის სახურავი დააზიანა ძლიერმა ქარმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საქაშეთში. ადგილზე უკვე იმყოფებიან გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი და მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები. საცხოვრებელი სახლების სახურავებთან ერთად, ქარმა იმ შენობის სახურავიც დააზიანა, რომელიც მერიას საბავშვო ბაღის მშენებლობამდე დაქირავებული აქვს. გორის მუნიციპალიტეტის მერი დაზარალებულ მოსახლეობას ადგილზე გაესაუბრა და დახმარება აღუთქვა. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც დაზიანებებს დეტალური შეისწავლიან, მერია მოსახლეობას მაქსიმალურად დაეხმარება. ძლიერი ქარი და წვიმა სოფელ საქაშეთში დაახლოებით 20 წუთი გრძელდებოდა.

Related news

Latest News
Hashtags:   

ძლიერმა

 | 

ქარმა

 | 

გორის

 | 

მუნიციპალიტეტში

 | 

დააზიანა

 | 

სახურავები

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources