Friday 5 June 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 14 days ago

ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში ცვლილებებს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა პარლამენტის მიერ ახლად მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებას, რომლითაც საგანგებო მდგომარეობის გარეშე მთავრობას მიეცა შეზღუდვების დაწესების უფლება. „დღეს აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის გაუქმება, რათა დროულად განხორციელდეს საკონსტიტუციო ცვლილებები და დადგენილ ვადებში ჩატარდეს სამართლიანი და მშვიდობიანი არჩევნები, რაზეც ყველას ერთად გვაკისრია პასუხისმგებლობა. მე, როგორც კონსტიტუციის გარანტი, პასუხისმგებელი ვარ დავიცვა ადამიანის ძირითადი უფლებები, რაც მოიცავს ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლებას. ამ უკანასკნელი უფლების დასაცავად, საგანგებო მდგომარეობის გაუქმების გამო, საჭირო გახდა კანონით გარკვეული შეზღუდვების შენარჩუნება, ისე, რომ არ შეილახოს ადამიანის სხვა ძირითადი უფლებები. წარმოდგენილი კანონით ეს რთული ბალანსი დაცულია. მნიშვნელოვანია, რომ ეს კანონი ასევე ადგენს, აღსრულების პროცესში, შეზღუდვის მიზნობრიობის და პროპორციულობის აუცილებლობას. დღეს ჩემთვის ხელმოსაწერად წარმოდგენილი კანონები ზემოაღნიშნული გამოწვევების გადასალახად აკმაყოფილებს ორივე მთავარ მოთხოვნას - საქართველომ განაგრძოს დემოკრატიული განვითარება და შეინარჩუნოს პანდემიასთან ბრძოლაში მიღწეული შედეგები და აუცილებელი ბერკეტები. ბუნებრივია, რომ დავაკვირდები აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების პრაქტიკაში განხორციელებას”, - ნათქვამია „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების შესახებ  სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში. ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ ზურაბიშვილს კანონპროექტზე ვეტოს დადებას სთხოვდა. ოპოზიციის წარმომადგენელებს მიაჩნიათ, რომ ცვლილებები კონსტიტუციასთან შეუთავსებელია, რადგან რიგი კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვაზეა საუბარი. უმრავლესობა მსგავსი რეგულაციის განუსაზღვრელი ვადით ჩადებას ფიქრობდა, თუმცა ოპოზიციის კრიტიკის შემდეგ კონკრეტული ვადის ჩადების შესახებ თქვეს.

Related news

Latest News
Hashtags:   

ზურაბიშვილმა

 | 

მოაწერა

 | 

„საზოგადოებრივი

 | 

ჯანმრთელობის

 | 

შესახებ

 | 

კანონში

 | 

ცვლილებებს

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources