Friday 5 June 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 14 days ago

ორ კოსოვოელ ქალს ბრალი წაუყენეს სირიაში, ექსტრემისტული „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობისთვის

 კოსოვოს პროკურატურამ ბრალად წაუყენა ტერორიზმი ორ ქალს, რომლებიც სავარაუდოდ, სირიაში ექსტრემისტული „ისლამური სახელმწიფოს რიგებში გაწევრიანდნენ.  კოსოვოს საგანგებო პროკურატურამ განაცხადა 22 მაისს, რომ ორი ქალი, ა.ა. და ლ.ი. რომელთა მხოლოდ ინიციალები გავრცელდა, გაემგზავრნენ სირიაში, რათა „ნებაყოფლობით გაწევრიანებულიყვნენ ტერორისტულ ორგანიზაციაში და ლოგისტიკური მომსახურეობა გაეწიათ „ისლამური სახელმწიფოს“ მეომრებისთვის. ისინი სირიის სხვადასხვა არეალებში მოძრაობდნენ, „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ ტერიტორიის ცვლის შესაბამისად. „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხების შემდეგ ისინი ხელში ჩაუვარდნენ ქურთულ ძალებს და დეპორტირებულ იქნენ კოსოვოში 24 აპრილს, აშშ-ის არმიის დახმარებით, იტყობინება პროკურატურა. ორ ეჭვმიტანილს ემუქრება 15 წლიანი პატიმრობა „ტერორისტულ ჯგუფის ორგანიზებასა და მის მუშაობაში მონაწილეობისთვის“.  კიდევ ერთ კოსოვოელ ქალს წაუყენეს ანალოგიურ ბრალი მაისის დასაწყისში. ის მათ შორის იყო, ვინც სირიიდან ჩაიყვანეს სამშობლოში შარშან, 19 აპრილს.ამ 110 კოსოვოელთა შორის, მათი დიდი ნაწილი „ისლამური სახელმწიფოს“ მეომრები იყვნენ, 32 ქალი იყო და 74 ბავშვი. სავარაუდოდ, სულ, 400 კოსოვოელი გაერთიანდა „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში სირიასა და ერაყში.

Related news

Latest News
Hashtags:   

კოსოვოელ

 | 

ბრალი

 | 

წაუყენეს

 | 

სირიაში

 | 

ექსტრემისტული

 | 

„ისლამური

 | 

სახელმწიფოს“

 | 

წევრობისთვის

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources