Friday 5 June 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 14 days ago

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრს კორონავირუსის საქართველოს სტატისტიკაში ეჭვი ეპარება

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრს, არსენ ტოროსიანს კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოში არსებული სტატისტიკის სისწორეში ეჭვი ეპარება. „ინფორმაცია განსჯისათვის, როცა ჩვენ საქართველოდან სომხეთში შემოსულ მძღოლებს ვტესტავთ, უმრავლეს შემთხვევაში კორონავირუსი დასტურდება და შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში დღეში 1-2 შემთხვევა დასტურება? თუ კორონავირუსის ყველა შემთხვევის გამოვლენა და სტატისტიკაში შეტანა არ ხდება? - განაცხადა მინისტრმა. Arminfo-ს ცნობით ტოროსიანმა რამდენიმე საკითხი გამოყო : ყველა შემთხვევაში ჩატარდა თუ არა PCR-ს ტესტი, თუ საუბარია სწრაფ ტესტებზე, რომელიც სომხეთში ფაქტობრივად არ გამოიყენება, ცდომილების მაღალი მაჩვენებლის გამო. გადიან თუ არა ტესტირებას მსუბუქი რესპირატორული სიმპტომების მქონე პაციენტები, შედიან თუ არა კორონავირუსით ინფიცირებულთა სტატისტიკაში პნევმონიით გარდაცვლილი პირები, რომელთაც COVID 19 ის დიაგნოზიც ჰქონდათ? მანვე განაცხადა, რომ სომხეთის ეპიდემიის საწინააღმდეგო სისტემა საქართველოსაზე ძლიერია. „საქართველოს ჯანდაცვის და ეპიდსაწინააღმდეგო სისტემა სომხეთისგან მნიშვნელოვანდ განსხვავდება.  კარგი აზრით არა, ჩვენი ბევრად ძლიერია და ეს ფაქტია“,- განაცხადა მან. ის ასევე შეეხო საკითხს, რომელიც ტურისტულ ნაკადს უკავშირდება და დაინტერესდა შეძლებენ კი საქართველო და სხვა ქვეყნები ამჟამინდელი მაჩვენებლის შენარჩუნებას, ტურისტული ნაკადის მიღების პირობებში. სომხეთეში 22 მაისის დღის მონაცემებით კორონავირუსის დასარულებული შემთხვევების რაოდენობამ შეადგენა 5928, მათ შორის გამოჯანმრთელდა 2874, გარდაიცვალა 74. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი შეადგენს 723-ს მათ შორის გამოჯანმრთელდა 495, გარდაიცვალა 12.  

Related news

Latest News
Hashtags:   

სომხეთის

 | 

ჯანდაცვის

 | 

მინისტრს

 | 

კორონავირუსის

 | 

საქართველოს

 | 

სტატისტიკაში

 | 

ეპარება

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources